სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედიკოსების გაქურდვა ლანჩხუთში - წაღებულია ტყავის ქურთუკები და ოქროულობა

გურიის მხარის ქალაქ ლანჩხუთში, ჯანდაცვის სამინისტროს, რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები გაქურდეს.

ამის შესახებ, ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი, კახა ასკურავა წერს:“გუშინ ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს თანამშრომლების ავტომობოლი, რომლებიც სამსახურებრივი დავალებით იყო ჩამოსული გატეხეს და პირწმინდათ გაქურდეს“.

გავრცელებული ინფორმაციით, ქურდებმა ტყავის ქურთუკები და ოქროულობა გაიტაცეს.

ქურდობა მას შემდეგ მოხდა, როცა მედიკოსები ადგილობრივ, ერთ-ერთ კერძო სასტუმროში-„კესოს სასტუმრო“ განთავსდნენ და ზემოთჩამოთვლილი ნივთები მანქანაში დატოვეს.

ქურდებმა ავტომობილი გატეხეს და ნივთები ავტომობილიდან წაიღეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100