სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თერჯოლაში შვილმა დედა გაცხელებული მაშით აწამა, მოკლა და საღორეში დამარხა

აღდგომის დღესასწაულზე შემზარავი დანაშაული მოხდა თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში - შვილმა დედა ჯერ სასტიკად აწამა, შემდეგ კი მოკლა და საღორეში დამარხა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ახალგაზრდა მამაკაცმა აღდგომის დღესასწაულზე დედასთან, საკუთარ სახლში დაწყებული კამათი მისი ცემით გააგრძელა, შემდეგ კი დედა სკამზე დააბა, პირი აუკრა და გავარვარებული მაშით აწამა.

სავარაუდოდ, ახალგაზრდა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. „აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, დედის საწამებლად მან გავარვარებული მაშის გარდა, ნაკვერჩხლებიც გამოიყენა, რომლებიც იმ შეშის ღუმელიდან აიღო, სადაც დედა მისთვის სადილს ამზადებდა.

რა გახდა დედა-შვილს შორის კამათის დაწყების მიზეზი, გამოძიება დაადგენს. შსს-ში „აფხაზეთის ხმას“, დაუდასტურესდ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

წყარო: http://www.fmabkhazia.com/news/3719-therolashi-shvilma-deda-gacxelebuli-mashith-acama-mokla-da-saghoreshi-damarxa.html

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100