სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაქურდეს - წაღებულია ძვირფასეულობა

რუის-ურბნისის ეპარქიაში ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაქურდეს.

წაღებულია წმინდა ნიკოლოზის ხატისადმი მრევლის მიერ შეწირული ძვირფასეულობა.როგორც ადგილობრივი სასულიერო პირები განმარტავენ, მრევლი ტაძარში სალოცავად გვიან ღამითაც ადის, რის გამოც ტაძარი არ იკეტება. თუმცა, ხატის საცავი დაკეტილია.ბერების განცხადებით, საკეტი გატეხილი არ ყოფილა და უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ, ბასრი საგანი გამოიყენეს. სასულიერო პირების თქმით, ეს ტაძრის გაქურდვის პირველი შემთხვევა არ არის. ერთ წლის წინ ქურდებმა შესაწირ ყუთში არსებული თანხა წაიღეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100