სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში, ახალშობილი სადარბაზოში პარკში გახვეული იპოვეს

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ადგილობრივებმა მცხოვრებლებმა ახალშობილი სადარბაზოში იპოვეს. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, ბავშვი პარკში გახვეული საკუთარი ბინის კართან იპოვა და ის ცოცხალი იყო.
"მეზობელმა კარებზე დამიკაკუნა და რომ გავიხედე, კარებთან ცელოფანში გახვეული რაღაც იდო. თავიდან ლეკვი მეგონა, მაგრამ რომ გავხსენი ახალშობილი იყო ცოცხალი. დავურეკე პატრულს და ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს", - აცხადებს ჟურნალისტებთან მანანა იობიძე.
ექიმების ინფორმაციით, ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100