სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

31 წლის ახალგაზრდა პატრულის თანამშრომელმა მოკლა - რას ყვებიან ოჯახის წევრები და ახლობლები?

წუხელ თბილისში, კერძოდ ვაზისუბანში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 31 წლის ახალგაზრდა.

ვაზისუბანში მოკლული 31 წლის კობა აღლემაშვილის ახლობლების ინფორმაციით, აღლემაშვილი სავარაუდოდ პატრულის თანამშრომელმა მოკლა.
შემთხვევა ვაზისუბანში გუშინ, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, კობა აღლემაშვილი ბლაგვი საგნის რამდენჯერმე თავში ჩარტყმით არის მოკლული.
მეგობრების თქმით, კობა აღლემაშვილის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ლიფტთან მეზობლებმა ნახეს. მათი განცხადებით, რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით ოქტომბერში კობა აღლემაშვილს ასევე ვაზისუბანში, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თავში არმატურა რამდენჯერმე ჩაარტყეს და იგი ერთი თვის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციაში იმყოფებოდა, თუმცა მაშინ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა გარდაცვლილის მეგობრების განცხადებით, საქმე დღემდე არ არის გამოძიებული, თავად კობა აღლემაშვილი კი მომხდარს ვერავის უკავშირებდა და აცხადებდა, რომ მას დაპირისპირება არავისთან ჰქონდა.
მეგობრების თქმით, კობა აღლემაშვილს ჰქონდა საკუთარი კერძო ბიზნესი.
"23 წლის იყო თბილისში რომ ჩამოვიდა, მუშაობდა, წვალობდა, მშრომელი, პატიოსანი კაცი იყო", - აცხადებენ ახლობლები.
გარდაცვლილს მეუღლე და ორი წლის გოგონა დარჩა.

ვაზისუბანში მოკლული კობა აღლემაშვილის მამა, ზურა აღლემაშვილი შვილის მკვლელობაში დამნაშავის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს.


ზურა აღლემაშვილი ამბობს, რომ პატრულის ორი თანამშრომელი დაკავებული ყავდათ, თუმცა ახლა სად არიან პატრულის თანამშრომლები, მისთვის უცნობია.
"ჩემი შვილი სამსახურიდან ბრუნდებოდა სახლში, ეს მოხდა საღამოს 19.00 საათზე, სადარბაზოში. რა მოხდა მანამდე, რა მოტივი ჰქონდათ, ვის რა უნდოდა ჩემი შვილისგან, უცნობია. 6 თვის წინაც დაესხნენ ჩემ შვილს თავს სადარბაზოში, ვინ დაესხა მაშინ თავს ეს პოლიციას არ გამოუძიებია. მოვითხოვთ, ჩატარდეს გამოძიება, დაისაჯონ მკვლელები. ქვეყანაში განუკითხაობაა და ეს არ შეიძლება", - განაცხადა ღლემაშვილმა.

გარდაცვლილს მეუღლე და ორი წლის გოგონა დარჩა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100