სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფანჯრიდან ნასროლი დანა ქუჩაში 3 წლის ბავშვს მოხვდა

ქალაქ უფაში, მრავალსართულიანი სახლის ფანჯრიდან ნასროლი დანა 3 წლის ბავშვს თავში მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ინციდენტი 2016 წლის 3 აპრილს მოხდა. მომხდარს რუსი სამართალდამცავებიც ადასტურებენ.

ბავშვი საავადმყოფოშო გადაიყვანეს, მას თავი აქვს დაზიანებული და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

დაზარალებულის მშობლების განცხადებით, პირველ რიგში შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მნიშვნელოვანი, ამიტომ დამნაშავის ძებნის დრო არ ჰქონდათ.

დამნაშავის პოვნა წესიერად არც პოლიციას უცდია, რადგან ადგილზე მისული სამართალდამცავები რიგითი პოლიციელები იყვნენ და სახლების ჩხრეკის უფლება არ ჰქონდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100