სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვაჩიანში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები - მკვლელობა სამმა ახალგაზრდამ ჩაიდინა

ვაჩიანში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები: ადგილობრივი მედიასაშუალება, „ჯინიუსი“ ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ მკვლელობა ვაჩიანში სამმა ახალგაზრდამ ჩაიდინა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ 10 ივლისს ეჭვმიტანილები კოტჩოტიანების სახლში შეიპარნენ გასაძარცვად, დიასახლისმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც რკინის ნაჭრით სასიკვდილო ჭრილობა ჯერ მას მიაყენეს, შემდეგ კი ორი გოგონაც მოკლეს და კვალის დასაფარად, სახლის დაწვაც სცადეს.

„ხანძრის შედეგად, 5 წლის მძინარე ბიჭი გაიგუდა“, - წერს „ჯინიუსი“.

სამართალდამცველთა ოფიციალური ინფორმაციით კი, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა, მიმდინარეობს ბრალდებულთა დაკითხვა ახალქალაქის პოლიციაში.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით არის აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ტრაგიკული შემთხვევა ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში გუშინ მოხდა. კოტჩოტიანების ოჯახის ოთხი წევრი ადგილობრივებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100