სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახეთში ორი დღის წინ გაუჩინარებული ქალი ქვევრში დამარხული იპოვეს

ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალის ცხედარი ქვევრში აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

„გუშინწინ შენიშნეს, რომ ქალბატონი არსად ჩანდა. სახლში ეძებდნენ და დღეს დილით მარანში, ქვევრში იპოვეს. ქვევრს საფარებელი ჰქონდა დაფარებული და მიწა ჰქონდა მიყრილი. სავარაუდოდ მოკლულია“, - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გრემის თემში გამგებლის წარმომადგენელმა ზურაბ ლუარსაბიშვილმა.


სოფელ შაქრიანის მცხოვრებ ქალს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100