სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე

ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ისეთი უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს მოპოვებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მღებრიშვილის თქმით, ეს მტკიცებულებები ადასტურებს იმ პირთა კავშირს დანაშაულთან, რომლებიც გამოძიების პროცესში არიან იდენტიფიცირებულები.

„დაახლოებით, სამი დღის განმავლობაში ჯოჯოხეთური შრომა გასწია შსს-ს თანამშრომლებმა, ასევე სუს-მა და პროკურატურამ, ჩვენ უმოკლეს დროში შევძელით იმ პირების იდენტიფიცირება მოგვეხდინა, ვინც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინეს და ვისარგებლებ შემთხვევით და ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაზარალებულს. საგამოძიებო პროცედურები ახლაც ყოველ წუთს მიმდინარეობს და ყოველ საათში ახალ-ახალი დეტალები ირკვევა. მე ამ დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ნებისმიერმა ჩემმმა კომენტარმა შეიძლება დააზიანოს გამოძიების მიმდინარეობა“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100