სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარალელური სამყაროები - მითი თუ რეალობა?

პარალელური სამყაროების არსებობის შესახებ ხალხი დიდი ხნის წინ დაფიქრდა.იტალიელი ჯორდანო ბრუნოც, რომელიც ეჭვობდა სხვა სამყაროების არსებობას, ინკვიზიციის მსხვერპლი გახდა- იმდენად ეწინააღმდეგებოდა მისი წარმოდგენები იმდროინდელი სამყაროს ზოგად სურათს

ცხოვრება წამია ორ მარადისობას შორის. ტოლსტოი წერდა:”დროსა და სივრცეს ჩემი სიცოცხლის შეგნებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. სიცოცხლე,რომელსაც ჩემში ვგრძნობ,არც ამ დაბადებით დაწყებულა და არც გარდაცვალებით დამთავრდება,ამ ლოგიკით სიკვდილი საერთოდ არც არსებობსო”

ადამიანი გარდაცვალების შემდეგ ხვდება იმ სფეროში,რომელიც მისი ვიბრაციების დონისაა. სულის ბრძანებით, შეგნებული მისწრაფებით, წარმოსახვით, შეგრძნებების გამოცდილებით, გულის სისუფთავით, სიმამაცით და სიყვარულით ხდება ”სასუფევლის უძულებით მოპოვება”. ძლიერი შთაბეჭდილებები მიჰყვება ადამიანის სულს. იქ ყველა იმას დაინახავს , რისკენაც ცხოვრების მანძილზე მიისწრაფოდა. მშვენიერების სამყარო მის თვალწინ გადაიშლება, ვინც იტევს ამ სამყაროებს თავის თავში. ამიტომაა საჭირო ამ ქვეყანაშივე განთავისუფლება ყველა ნეგატიური ტვირთისგან, რომლებიც იქ საშინელი არსებების და მოვლენების სახეს იღებენ. უმაღლესმა ენერგეტიკულმა სინათლის სხეულმა სიცოცხლეშივე უნდა მოასწროს ჩამოყალიბება, რომ სინათლის სამყარომდე მიაღწიოს. დასასრული მხოლოდ ახალი დასაწყისია. ეს მატერიალური სამყაროს მიღმა არსებული ცხოვრებაა, მატერიის სამოსის გამოცვლაა,რომლის გარდა ადამიანს სხვა სხეულებიც გააჩნია. წარმავალ საგნებზე არ ღირს სევდა. რაც ნადგურდება არ უნდა გახდეს თაყვანისცემის საგანი და მაშინ გარდაცველებაც იქნება სასიამოვნო მოგზაურობა სხვა სამყაროში.

რაიმონდ მოუდის წიგნში აღწერილია,თუ რას ხედავდნენ კლინიკური სიკვდილის შემდეგ ნატიფ სამყაროებში მოხვედრილები: იქ ფერების, ბგერების , სინათლის , არომატების არნახული სპექტრია, ისმის სფეროების მუსიკა, ამ მოლივლივე სინათლის და მარადიული გაზაფხულის სილამაზეში მოხვედრილი სულები დაფრინავენ, აზრებით ურთიერთობენ და შემოქმედებითად იღწვიან კაცობრიობის დასახმარებლად. ესთეტიკური ნეტარება და მიწიერ ცხოვრებაში დაწყებული მეგობრობა იქ გრძელდება და ახალ ფორმას იძენს.

აქ კი ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს ..სიცოცხლე მოლზე მოკუნტრუშე კრავის სიხარულივით მოკლეა და მაინც, ზეციურმა მოქალაქემ მიწიერ პლანეტაზე ისე უნდა იცხოვრო, მზად იყო ყოველ წუთს დატოვო სიცოცხლე და თან გიყვარდეს ყოველი ბალახი რომელზეც დადიხარ…

ვედების მიხედვით, სიცოცხლის ბოლო აზრები და განწყობები განსაზღვრავენ სულის გადასროლას ამა თუ იმ სამყაროში. . ცხოვრებაში შეძენილი მეგობრები უმაღლესი ზეციური იერარქების სახით, სულებს დიდ დახმარებას უწევენ ამ მოგზაურობაში, ამიტომ მათთან კავშირი, ლოცვა-მედიტაციების რეგულარული პრაქტიკა, მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

არსებობს მეთოდები პარალელურ სამყაროში მოვლენების კორექციისა, ნეგატიური ძალებისგან თავდაცვისა, სიზმრების დაპროგრამების, კავშირისა ამ სამყაროსთან სწორი ლოცვების და მედიტაციების ტექნიკით, რომლებზეც რელიგიებში არც თუ ისე დიდი ინფორმაციაა..”მრავალი გზაა ცხონების და მრავალი გზა ღმერთთან თანაზიარს რომ გაგხდის”-თვლიდა წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი,მაგრამ სიყვარული ის ერთადერთი გასაღებია ,ნატიფი სამყაროებში, ყველა კარს რომ აღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100