სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰარვარდის მეცნიერებმა, აუტიზმით დაავადების მიზეზი დაადგინეს

აუტიზმით დაბადებული ბავშვები ყველაზე ხშირად იმ ქალბატონებს უჩნდებათ, რომლებიც ორსულობის პერიოდს იმ ადგილებში ატარებენ, სადაც დაბინძურებული ჰაერია.

ჰარვარდის, საზოგადოებრივი მედიცინის სკოლის მონაცემებით, აღნიშნული ფაქტორი ნაყოფის აუტიზმით დაავადების შანსებს 50%-ით ზრდის. აღსანიშნავია ისიც, რომ საფრთხე უფრო მეტად ემუქრებათ მამრობითი სქეის ბავშვებს. იგივე მეცნიერების განმარტებით განსაკუთრებით საშიშია ისეთი ქალაქები სადაც მრავლად არის დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილები.

აღნიშნული დასკვნები ჰარვარდის მეცნიერებმა სპეციალური კვლევის ჩატარების შემდეგ გამოიტანეს. კვლევაში აუტიზმით დაავადებული ბავშვების 325 დედა და ჯანმრთელი ბავშვების 22 ათასი მშობელი მონაწილეობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100