სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სექსი მოზარდებში საზიანოა ჯანმრთელობისათვის - მეცნიერების ექსპერიმენტი ზაზუნებზე

ამერიკის ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით მოზარდ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყება ხელს უწყობს მომავალში იმუნიტეტის დაქვეითებასა და დეპრესიის განვითარებას.

მეცნიერები სწავლობდნენ ადრეული სქესობრივი ცხოვრების გავლნას ზაზუნების მაგალითზე, რომლებიც ითვლება, რომ ფიზიოლოგიურად ძალიან ახლოს არიან ადამიანთან. სხვადასხვა ასაკის მამრები გაუმკლავდნენ უფროსი ასაკის მდედრებს; მამრების ნაწილი იყო 40 დღის, რაც ადამიანებში შეესაბამება მოზარდ ასაკს, დანარჩენები კი მოზრდილები, 80 დღის. ექსპერიმენტატორები ყურადღებით აკვირდებოდნენ სექსუალურ კონტაქტებს, რომლეთა შორის ინტერვალიც შეადგენდა 6 საათს. ყოველ 40 და 80 დღეში მამრების ორივე ჯგუფში ამოწმებენ მათ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.

პირველ რიგში ტარდებოდა ქცევითი ტესტები: ცხოველებს ათავსებდნენ ლაბირინთში, სადაც მათ შეეძლოთ აეთვისებინათ ახალი ტერიტორიები, ან ყოფილიყვნენ ერთ ადგილზე. ამას გარდა, იყო ასევე წყლის ლაბირინთი, სადაც მათ უნდა მიეღწიათ მცურავ კუნძულზე. ორივე ჯგუფში ზაზუნებმა გამოავლინეს შფოთვითი ქცევის სიმპტომები სტრესულ სიტუაციაში, მაგრამ მათ ვიცნ ადრეულ ასაკში დაიწყეს სქესობრივი ცხოვრება აღმოჩნდა, რომ იყვნენ დეპრესიულები: მათ ეშინოდათ ნაცნობი ტერიტოიიდან გასვლის და როცა უნდა ეპოვათ ხმელეთის ნაწილი წყალში მალევე ნებდებოდნენ. ცვლილებები ასევე გამოვლინდა უჯრედულ დონეზეც.

სხვა მხრივ, ტვინის ამავე ზონებში აღინიშნებოდა იმუნური გენების აქტივაცია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ანთებით პროცესებზე.
ტვინის ზემოაღნიშნული ნაწილები მწიფდება გვიან როგორც ზაზუნებში ასევე ადამიანებში. სასქესო ორგანოები ფორმირდება უფრო ადრე: პირველი ჯგუფის ზაზუნები ხდებიან სქესობრივად მომწიფებული დაბადებიდან უკვე 21-ე დღეს. ავტორები ფიქრობენ , რომ მოუმწიფებელი ნერვული სისტემა სექსს აღიქვამს როგორც სტრესს, აქედანვე ყალიბდება მოგვიანებითი პასუხი ყოველივე ამაზე: აქვეითებს ნერვულ სისტემას, აღაგზნებს იმუნიტეტს, ცდილობს დაიცვას თავი სტესული სიგნალებისაგან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100