სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავსტრალიელმა მეცნიერბმა წინდაცვეთის შესახებ არსებული მითები დაანგრიეს

სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმოადგინეს ხანგრძლივი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც სხვადასხვა რელიგიებისთვის დამახასიათებელი ტრადიცია „წინდაცვეთა“ მამაკაცებზე უარყოფით გავლენას არ ახდენს.

დღემდე ითვლებოდა, რომ „წინდაცვეთა“ მამაკაცების სექსუალურ ცხოვრებაზე ცუდად მოქმედებდა და მათ სექსისგან სხვა მამაკაცებზე ნაკლები სიამოვნების მიღება შეეძლოთ. თუმცა ავსტრალიელმა მეცნიერებმა საპირისპირი დაამტკიცეს და უფრო მეტიც, ისინი წინდაცვეთის სასარგებლო შედეგებზეც ალაპარაკდნენ.

პროფესორ ბრაიან მორისის (Brian Morris) განცხადებით, წინდაცვეთა არათუ ხელს არ უშლის სექსუალური სიამოვნების მიღებას, არამედ ამცირებს სხვადასხვა სენით დაავადების შანსებს. საუბარია ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა შიდსი, პაპილომოვირუსი და სექსუალური კავშირის შედეგად გადამდები სხვა დაავადებები.

ზემოაღნიშნული კვლევის პროცესში დაკვირვება ხდებოდა 40 ათასზე მეტ მამაკაცზე, რომელთა ნაწილსაც ბავშვობაში წინდაცვეთის პროცედურა ჰქონდა ჩატარებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100