სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფრიკაში ახალი სახეობის მწერი აღმოაჩინეს

წელს პლანეტაზე ფაუნის ახალი ტიპების აღმოჩენის ბუმია. ბიოლოგებმა ტარაკანის ახალი სახეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს. ის აფრიკელმა მაიკ პიკერმა ტროპიკულ ტყეში აღმოაჩინა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ტარაკანა მხოლოდ ამ რეგიონში ბინადრობს. კეიპტაუნის პროფესორები აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რამდენად მცირედ ვიცნობთ ჩვენ ცხოველთა სამყაროს.

მკვლევარების აზრით, რეგიონი, სავარაუდოდ, კიდევ არაერთი მსგავსი აღმოუჩენელი სახეობის სამშობლოა და აქ შეიძლება ასობით სხვადასხვა უცნობი სახეობა „იმალებოდეს“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100