სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოსმოსის კვლევის ისტორიიდან

“ვენერა-13” პლანეტა ვენერის გამოსაკვლევად გაგზავნილ პირველ უპილოტო კოსმოსური ხომალდს წარმოადგენდა. ის 1981 წლის 30 ოქტომბერს, ბაიკონურის კოსმოდრომიდან რაკეტა-მატარებლით გაუშვეს. ”ვენერა-13” - ის გაშვებიდან 5 დღის შემდეგ, კოსმოსში მეორე ხომალდი, ხომალდი ”ვენერა-14”-იც გაემგზავრა. ეს დრო მეტად ხელსაყრელი იყო ვენერასკენ გასაფრენად.

ოთხი თვის შემდეგ ”ვენერა-13”-მა მიაღწია პლანეტა ვენერას. კოსმოსურ ხომალდს გამოეყო დასაშვები აპარატი, რომელიც 1982 წლის 1 მარტს, რბილად დაეშვა პლანეტის ზედაპირზე.

დაშვების შემდეგ, ”ვენერა-13” - ის აპარატმა ვენერას ზედაპირის პანორამული სურათები გადმოსცა. სპეციალური მოწყობილობების საშუალებით აღებული იქნა მიწის ზედაპირის სინჯები. ხომალდზე დაყენებული ხმისჩაწერი მოწყობილობის მეშვეობით, ქუხილის ხმა იქნა ჩაწერილი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სხვა პლანეტაზე ქუხილი ჩაიწერეს. მოწყობილობა პლანეტაზე 127 წუთი მოქმედებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100