სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როცა ბედნიერ ადამიანს ხედავთ, ტვინი ბრძანებას გაძლევთ, რომ...

თუკი თქვენ ბედნიერ ადამიანს ხედავთ, ტვინი ბრძანებას გაძლევთ: „აამაღლე განწყობილება!!! “ -- ამბობს ჯაკომო რიზოლატი, მეცნიერი, რომელმაც კაცობრიობას სარკისებური ნეირონების საიდუმლო გაუმხილა. ამ აღმოჩენამ გადატრიალება მოახდინა ფსიქოლოგიასა და ტვინის შესახებ შეხედულებებში.

სარკისებური ნეირონები -- ტვინის უნიკალური უჯრედებია, რომლებიც აქტიურდებიან მაშინ, როცა ჩვენ სხვა ადამიანების მოქმედებებს ვაკვირდებით. ეს უჯრედები, როგორც სარკე, ავტომატურად „აირეკლავენ“ ჩვენს გონებაში უცხო ადამიანის ქცევებს და გვაიძულებენ, მომხდარი ისე შევიგრძნოთ, თითქოს ეს ყველაფერი ჩვენ თვითონ ჩაგვედინოს. ასე რომ, ბედნიერების განცდა გადამდებია, -- ამბობს რიზოლატი, -- „თუკი ურთიერთობა გექნებათ პოზიტიურ, სიცოცხლისმოყვარულ ადამიანებთან, ანდა უყურებთ ხოლმე ფილმებს ასეთივე გმირების მონაწილეობით, თქვენს ტვინში იგივე ემოციები წარმოიქმნება.
და თუკი მოგინდებათ ვინმეს განწყობილება აუმაღლოთ, ეს სახის ტრაგიკული, თანაგრძნობის გამომხატველი იერით კი არ უნდა სცადოთ, არამედ... ღიმილით“.. და მაშინ მეტი შანსია, სარკისებური ნეირონების გავლენით, ავტომატურად გაეღიმოს იმასაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100