სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფერი და ფსიქოლოგია

ფერის სიმბოლიზმი ხელოვნებასა და ანთროპოლოგიაში დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ფერს ყველა კულტურაში თავისი დატვირთვა გააჩნია. ფერის ფსიქოლოგია იკვლევს ფერის გავლენას ადამიანის ქცევასა და გრძნობებზე. ფერის სიმბოლიზმი ცვალებადია დროსა და კულტურაში. ის იმდენად მრავლისმომცველ საკითხებს ეხება, რომ მისი ბოლომდე შესწავლა ვერ ხერხდება.

მაგალითად, წითელი, ჩრდილოეთ ამერიკაში ხშირად გამოიყენება შეჩერების, საშიშროების ან გამაფრთხილებელ ნიშნებში. ამავე დროს, წითელი სიყვარულის სიმბოლოცაა. კულტურათა განსხვავება ფერებთან დამოკიდებულებაშიც კარგად ჩანს, თეთრი ფერი ზოგან ქალწულობის მანიშნებელი, სიმშვიდის, სინაზის ფერია. უამრავ კულტურაში კი მას საქორწილო ცერემონიალის განუყოფელ ნაწილად ვხვდებით, ხოლო აზიის ზოგ ქვეყანაში ამ ფერებში იმოსებიან დაკრძალვაზე (იაპონია, ჩინეთი).

თეთრი სიწმინდისა და სტერილურობის ფერია, სწორედ ამიტომაა, რომ თეთრ ფერში გამოსახავენ ანგელოზებს და წმინდანებს. შავი ფერი მისტიკისა და ბოროტების სიმბოლოცაა, შავი კატა ცუდის მომასწავებლად ითვლება. წითელი ფერი ხშირად აკრძალვის ნიშნებში გამოიყენება. წითელი, საბჭოთა გავლენით, ასევე, ხშირად ასოცირდება ძალაუფლებასთან და დიქტატურასთან. ყვითელი ენერგიისა და სითბოს სიმბოლოა. მწვანე ასოცირდება ბუნებასთან და დედამიწასთან. შუქნიშანზე გამოყენებული სამი ფერი მწვანე, წითელი და ყვითელი, ყველაზე კარგად და შორ მანძილზე გარჩევადი ფერებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100