სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უზარმაზარი ამო–ს გამოჩენამ ნორვეგია პანიკაში ჩააგდო (ვიდეო)

ნორვეგიის სამხრეთ ნაწილის მცხოვრებლები უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ: ქალაქ ტრომსეს თავზე უზარმაზარი, სპირალისებური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი გამოჩნდა. ამო მოკაშკაშე რკალს წარმოადგენდა, რომელიც სპირალის მსგავსი “კუდით” ბოლოვდებოდა. მაყურებლებიდან ზოგიერთმა სცადა, ვიდეოკამერაზე ან ფოტოაპარატზე დაეფიქსირებინა ობიექტი, რომელიც თითქმის ნახევარ ცას ფარავდა.


ტელევიზიით ნაჩვენებმა სიუჟეტმა მომხდარის შესახებ ნორვეგიის მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ ამო ქვეყნის სამხრეთ ნაწილიდან ჩრდილოეთ ნაწილამდე, ყველა წერტილიდან ჩანდა. მოვლენის სასახსნელად მედიასაშუალებებმა მეცნიერებსა და სწავლულებს მიმართეს.


“ობიექტის სპირალისებური ფორმის გამო შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს მინიშნებაა რაკეტაზე, რომლის გაშვების დროსაც რაღაც ისე არ მოხდა, როგორც საჭირო იყო და ამიტომაც, მსგავსი ღრუბელი ამ სახიტ წარმოიქმნა”, – განმარტავენ მეცნიერები. ჟურნალისტებმა კი გადაამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ნორვეგიის პოლიგონებიდან ბოლო თვეების განმავლობაში არავითარი რაკეტა არ გაუშვიათ.


არის ვერსია, რომ ეს შესაძლოა იყოს მეტეორიტი, უჩვეული პოლარული ნათება, კომეტა, პორტალი სხვა განზომილებაში ან – უცხო ცივილიზაციის ვიზუალური გამოვლინება...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100