სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ცუდი დღის გამო ნუ გადაწყვეტ, რომ ცუდი ცხოვრება გაქვს“ - ნაომი კემპბელის გამონათქვამები

სუპერმოდელ ნაომი კემპბელს ნამდვილად შეუძლია თქვას, რომ საინტერესო ცხოვრება ჰქონდა, 44 წლის ლამაზმანს ცხოვრებაში თავბრუდამხვევი წარმატების, პირადი ტრაგედიებისა და სერიოზული სკანდალების დიდი გამოცდილება აქვს.

გთავაზობთ შავ პანტერად წოდებული, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელის ცხოვრებისეულ გამონათქვამებს.

„არ მისცე ცუდ დღეს უფლება, თავის ისე გაგრძნობინოს თითქოს ცუდი ცხოვრება გაქვს“

„არავის არ მისცე უფლება გითხრას რატომ არ შეგიძლია გააკეთო რაღაც. ჯანდაბას გააკეთე ის რაც გინდა და აგრძნობინე მათ თავი სულელად იმის გამო, რომ საკუთარ თავში დაგაეჭვეს და დაუმტკიცე, რომ ისინი ცდებოდნენ“

„თავი ყოველთვის აწეული გქონდეს, რადგან თავდახრილი ვერ დაინახავ იმ წყალობას, რომელიც შენს ცხოვრებაში არის“

„მიეცი შენი წარსულის შეცდომებს უფლება გაგხადონ უკეთესი და არა უფრო მწარე“

„გაიცინე იმედგაცრუებაზე, გაიღიმე ცრემლების მიღმა და ყოველთვის შეახსენე შენს თავს, რომ ყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება“

„თუ შენ ერთსადაიმავე პრობლემაზე სამზე მეტ ადამიანს ესაუბრები, შენ დახმარება კი არა ყურადღება გჭირდება“

„გახსოვდეს, რომ გაყვავებამდე ყველა ყვავილმა დიდი ჭუჭყი გამოაირა იმისათვის, რომ აქამდე მოეღწია“

„შენ გიწევს შეცდომების დაშვება. ეს არის ის რითიც სწავლობ და ის თუ როგორ მუშაობს სამყარო“

„უნარი შეხედო საკუთარ თავს და განაგრძო გამკლავება საკუთარ ცხოვრებასთან, ეს გახლავთ ის რაც ადამიანად გაქცევს.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100