სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2013 Dodge Viper

ისეთი საიდუმლოებითა და უსაფრთხოებით, რომელიც კომპანია Dodge-ს გააჩნია, ავტომწარმოებლების მცირედს თუ შეუძლია იამაყოს. მიუხედავად ამისა, ინფორმაციის გარკვეული ნაწილი Dodge Viper-ის ვიზუალურ მხარეზე და მის მახასიათებლებზე მაინც გავრცელდა.

რალფ ჰილსი Chrysler-ის დანაყოფის დიზაინერული ჯგუფის ხელმძღვანელია. იგი აღნიშნავს: „ავტომობილის არც ერთი ნაწილი არ დარჩება ხელშეუხებელი“. კომპანიაში შესაძლოა ავტომობილის სრულ სახეცვლილებაზე საუბრობდნენ, თუმცა პაპარაცების მიერ გადაღებულ სურათებზე მხოლოდ განახლებული კორპუსი მოჩანს.

პირველი ხმები ახალი ავტომობილის წარმოებასთან შედარებით ამბობენ, რომ ვიპერი ახალ ათცილინდრიან, 8.4 ლიტრიან ძრავს მიიღებს, რომლის სიმძლავრეც 700 ცხენის ძალა იქნება. მიუხედავად ამ ხმებისა, ევროპაში ცხრაცილინდრიან აგრეგატზე საუბრობენ, რომელიც 500 ცხენის ძალის მქონე იქნება. მაგრამ ყველაზე ახალი ინფორმაცია 6.4 ლიტრიან , ცხრაცილინდრიან Hemi-ს ეხება, რომელსაც Chrysler აწარმოებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100