სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარნეულის სასურსათო ქარხანა საქმიანობის აქტიურ ფაზაში შედის

22 ივლისიდან, მარნეულის სასურსათო ქარხანამ პომიდვრის გადამუშავება დაიწყო. ქარხანა ნედლეულით ადგილობრივი ფერმერებიდან და საკუთარი მეურნეობა "მარნეული აგროდან" მარაგდება. იტალიური ხაზი FENCO, რომლის წარმადობა 24 საათის განმავლობაში 500 ტონა ნედლეულს შეადგენს პროდუქტის მაღალ ხარისხს სრულიად უზრუნველყოფს.

გადამუშავებული პროდუქცია სხვადასხვა მოცულობის ფორმატებში ნაწილდება, რომელიც შემდგომ მზადდება რეალიზაციისთვის და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ნატურალური 100 პროცენტით ქართული პროდუქცია შეიძინოს.

შეგახსენებთ, რომ ქარხანაში კიტრის მწნილის წარმეობის პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც შემოდგომის სეზონისთვის კვლავ განახლდება. საწარმოს ძირითადი მომწოდებელია „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი „მარნეული აგრო“. 16 ჰექტრიდან მიღებულმა მოსავალმა 1050 ტონა შეადგინა, რაც შეეხება წარმოებას, კიტრი 7 მოცულობის ფორმატებში, კერძოდ 200 მლ, 250 მლ, 340, 580, 700, ლიტრიანი და 3 ლიტრიანი ტევადობის ქილაში გადანაწილდა. წელს, სეზონის პირველ ეტპაზე კიტრის მწნილის წარმოებამ რეკორდულ ციფრს მიაღწია - 2 მილიონი კიტრის მწნილის ქილა საწარმოსგან. შესაბამსიად, შარშანდელთან შედარებით წარმოება 20 პროცენტით გაიზარდა. ქარხანაში შემოდგომით კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელიან და მოხმარებელს სიუპრიზებს პირდებიან.

გარდა ამისა, 2012 წლიდან მარნეულის სასურსათო ქარხნის პროდუქციის მომხმარებლებს შეუძლიათ დააგემოვნონ ჩვენს მიერ წარმოებული ახალი პროდუქტი - ლეჩო. 2013 წლისთვის ქარხანამ დამატებითი ინვესტიციები განახორციელა, მზა სალათების მიმართულებით პროდუქციის ასორტიმენტისა და წარმადობის გასაზრდელად.

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ „მარგებელი ჰოლდინგის“ ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100