სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასოციაცია "კათარზისის" და "ბეკო"-ს ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიება

ასოციაცია "კათარზისის" და "ბეკო"-ს მიერ ტრადიციულად 2014 წლის 14 იანვარს ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიება "სადილი ყველას". ბეკო უკვე მე-7 წელია არის მოცემული ღონისძიების გენერალური სპონსორი.

როგორც წესი, ამ ღონისძიებაზე მოწვეულია ყველა შეჭირვებული მოქალაქე, პირველყოვლისა დევნილები სამაჩაბლოდან, სტუდენტები, დროებით შეჭირვებული ოჯახები და ე. წ. "ქუჩის ბავშვები". ბოლო წლების განმვლობაში უფასო სადილების მსურველთა რიცხვი სტაბილურია და დაახლოებით 2000 ადამიანს შეადგენს.

უფასო სადილის სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ კომპანიის თანამშრომლები ყველა დეპარტამენტიდან და სკოლის მოსწავლეები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100