სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე რამაზ კუკულაძე დაინიშნა

რამაზ კუკულაძე ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა. იგი ბანკის გენერალურ დირექტორს, კრისტიან კარმანიოლს ბანკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების ზედამხედველობაში დაეხმარება. ამასთან, რამაზ კუკულაძე განაგრძობს კომერციული დირექტორის რანგში მუშაობას და ბანკის კომერციულ მიმართულებას უხელმძღვანელებს. რამაზ კუკულაძე, როგორც გენერალური დირექტორის მოადგილე, გარკვეულ ფუნქციურ მიმართულებებს გაუწევს ზედამხედველობას. ამ ცვლილებამდე გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი ვაკანტური იყო. აღნიშნული ცვლილებით, ბანკი „რესპუბლიკა“, როგორც მძლავრი ფინანსური ინსტიტუტი, კიდევ უფრო გაამყარებს ბაზარზე თავის პოზიციას და უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის მდგრად განვითარებას. მენეჯმენტის ეს ცვლილება საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივისა და ბანკის თანამშრომლების განვითარებისადმი ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ ნდობაზე მიანიშნებს. ბანკი „რესპუბლიკა“ განაგრძობს საქართველოს ეკონომიკის დაფინანსებას, საკუთარ კლიენტებზე ზრუნვას და ახალი ბრენდპლატფორმით გათვალისწინებული პრინციპის „ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია“ ერთგული რჩება.კრისტიან კარმანიოლი, ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალური დირექტორი: „ბოლო წლებში ბანკის ფინანსური წარმატებისა და მყარი რეპუტაციის კვალდაკვალ, „სოსიეტე ჟენერალმა“ გააძლიერა თავისი მენეჯმენტის გუნდი და რამაზ კუკულაძე გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშნა. იგი დირექტორთა საბჭოს სტრატეგიულ და განვითარების საკითხებში გაუწევს დახმარებას. მინდა ხაზი გავუსვა რამაზ კუკულაძის წვლილს ბანკის ბოლოდროინდელ კომერციულ წარმატებაში და მივესალმო მას ახალ პოზიციაზე.“
რამაზ კუკულაძე, ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „მინდა, მადლობა გადავუხადო, ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალურ დირექტორს, კრისტიან კარმანიოლს და სამეთვალყურეო საბჭოს, გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნისათვის. მოხარული ვარ, რომ მენდობიან და სჯერათ ჩემი შესაძლებლობების. ჩემთვის საამაყოა, რომ ჩემს ძვირფას გუნდთან და კოლეგებთან ერთად ბანკის ზრდასა და წარმატებაში ვიღებ მონაწილეობას. ძალისხმევას არ დავიშურებ ბანკის მდგრადი წარმატებისა და „სოსიეტე ჟენერალის“ ღირებულებებისა და გლობალური ხედვის შენარჩუნებისათვის.“საქართველოს ბიზნეს-სექტორში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის შემდეგ რამაზ კუკულაძე ბანკ „რესპუბლიკას“ 2011 წელს შეუერთდა. ახალ პოზიციასთან ერთად, იგი განაგრძობს კომერციული დირექტორის მოვალეობების შესრულებას.
ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს ქვეყანაში 39 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ვებგვერდი: www.br.ge
სოსიეტე ჟენერალი „სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი მოწინავე ევროპული საფინანსო ჯგუფია. უნივერსალური, დივერსიფიცირებული საბანკო მოდელი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ჯგუფის ფინანსურ სიმტკიცეს და განვითარების მდგრად სტრატეგიას. „სოსიეტე ჟენერალის“ საბოლოო მიზანია, იყოს „ურთიერთობებზე ორიენტირებული“ ბანკი, ბაზრის აღიარებული ლიდერი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს მომხმარებელს და გამოირჩეოდეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით. უკვე 150 წელია, „სოსიეტე ჟენერალი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში. მსოფლიოს 76 ქვეყანაში 148 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 32 მილიონ კლიენტს ემსახურება. „სოსიეტე ჟენერალის თანამშრომლები ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს და ორგანიზაციებს საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ.ვებგვერდი: www.societegenerale.com

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100