სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯეპრას“ კონკურსი ზღაპრის ილუსტრაციის შექმნაზე - მიიღე მონაწილეობა და მოიგე Wacom-ის სახატავი პლანშეტი!

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“, მხატვარ-დიზაინერებისთვის აცხადებს კონკურსს „რწყილი და ჭიანჭველას“ ზღაპრის ილუსტრაციების შექმნაზე. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სცენა, შექმენით მისი ილუსტრაცია, მოხვდით ფინალში და მოიგეთ პრიზი.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მონაწილე ირჩევს სასურველ სცენას და ქმნის ილუსტრაციას ორი კვირის განმავლობაში. მეორე ეტაპზე კი კომპეტენტური ჟიური სამ საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს, ამასთან, მათ ავტორებს აძლევს დამატებით ერთკვირიან ვადას ამავე ზღაპრის წიგნის ყდის დიზაინის შესაქმნელად.

საბოლოო ჯამში, ზღაპრის წიგნი,გამარჯვებულის ილუსტრაციებით დაიბეჭდება,წიგნის დასაბეჭდად, მან უნდა შექმნას 12 სცენის ილუსტრაცია აღნიშნული ზღაპრიდან (სცენების შესახებ ინფორმაცია გამარჯვებულს ცალკე მიეცემა),მას, ასევე, საჩუქრად A3ზომის Wacom-ის სახატავი პლანშეტი გადაეცემა.

ნამუშევრებისმიღებადაიწყება 22 სექტემბერსდაგაგრძელდება 6 ოქტომბრისჩათვლით, საღამოს 18:00 საათამდე;გამოგზავნილი ნამუშევარი უნდა იყოს JPEG ფორმატში, ასევე შესაძლებელია ნებისმიერ სხვა ფორმატშიც, ქარჩხაძის ციტატისა არ იყოს: „შენ მარტო ხარ კანცელარიაში, თუ რა თქმა უნდა მხედველობაში არ მივიღებთ სხვა დანარჩენებს“.კონკურსშიმონაწილეობის მისაღებად უნდა შემოხვიდეთ ჯეპრას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, (https://www.facebook.com/gepra) მოიწონოთ და გამოაგზავნოთ თქვენი ნამუშევრებიპირადი წერილის სახით.წერილში აუცილებლად უნდა მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი ბოლო ორი ციფრის ჩათვლით;კონკურსზე არ დაიშვება ისეთი ნამუშევარი, რომელიც სხვის საავტორო უფლებას არღვევს. ასეთი ნამუშევრის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯეპრა მისი კონკურსიდან მოხსნის უფლებას იტოვებს. ნამუშევრის გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ჯეპრას პირობებს დაადასტურებთ, რომ ეს ნამუშევარი მხოლოდ თქვენი საკუთრებაა.კონკურსისათვის შემოსული ნამუშევრები დედლაინის დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება ჯეპრას ვებ-გვერდზე, ფეისბუქ-გვერდზე და ელექტრონულ ჟურნალში, ასევე თქვენი ამაყი ნათესავების კედლებსა და ალბომებში;მონაწილის ასაკი განისაზღვრება 16 წლიდან;საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური. მხატვარი გია გუგუშვილი, მხატვარი და სამხატვრო აკადემიის პროფესორი, თამაზ ვარვარიძე, ფოტოჟურნალისტი, გოგა ჩანადირი, კომპანია ჯეპრას დირექტორი, ეკატერინე ჟვანიადა უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი;საკონკურსო ილუსტრაციების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

კონკურსის დასრულების შემდეგ, ყველა ნამუშევარი გამოიფინება. ამავე გამოფენაზე გაიმართება გამარჯვებულის დაჯილდოებაც.

მიიღე მონაწილეობა და მოიგე Wacom-ის სახატავი პლანშეტი!

საკონტაქტო პირი:

ჯეპრას პრომოუშენ მენეჯერი ხატია ალფაიძე/ტელ: 595 90 73 53

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100