სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფუდპანდას“ და „Delivery Hero-ს” ახალი შეთანხმებები

გლობალურმა ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისებმა ინდოეთში, მექსიკაში და სამხრეთ ამერიკაში რიგ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი, რომლის ფარგლებშიც მოხდა ბიზნეს-სტრატეგიების ოპტიმიზაცია.

ფუდპანდამ შეისყიდა Delivery Hero-ს ინდოეთის ფილიალი „TastyKhana“, და მექსიკური ფილიალები „PedidosYa“, „SeMeAntoja“ და „Superantojo“, რითაც მექსიკის ბაზრის ლიდერობაზე დაწინაურდება საკვების შეკვეთის სერვისებში.

Delivery Hero-მ, თავის მხრივ, შეიძინა ფუდპანდას ბიზნესები არგენტინაში, ჩლეში, კოლუმბიაში, ეკვადორში და პერუში, რითაც ლათინური ამერიკის ბაზარზე გამაგრდა.

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 50-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით არის შესაძლებელი. შეკვეთის განხორციელება საიტის გარდა( www.foodpanda.ge) ფუდპანდას მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

2014 წლის 17 ნოემბრიდან „ფუდპანდა“ ბათუმში გაფართოვდა!

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, წელს უკვე საქართველოშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. ფუდპანდას სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

http://www.foodpanda.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100