სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „არემჯის" განცხადება „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით

ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში აქტიურად ხდება „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ ცალკეული წევრების მიერ (კერძოდ: ნინო ბურჭულაძე, ირაკლი მამალაძე) მორიგი ტყუილისა და პროვოკაციის ტირაჟირება, რომლის მიზანიც კომპანია “არემჯის“ მიერ ყაჩაღიანის №1 უბანზე სამუშაოების შეჩერება და საზოგადოებაში ხელახალი ვნებათაღელვის გამოწვევაა.

კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ თითქოს ყაჩაღიანის უბანზე მიმდინარე სამუშაოებისას ადგილზე „ამოიყარა მნიშვნელოვანი არტეფაქტები, რომლებიც სადღაც გადამალეს“.

ხაზგასმით გვინდა აღვნოშნოთ, რომ ეს არის ცრუ, სრულიად დაუსაბუთებელი ინფორმაცია, რომელიც ჩრდილს აყენებს კომპანიას და მის რეპუტაციას.

მოვითხოვთ, კომიტეტის წევრებმა დაასახელონ კონკრეტული პირები და წარმოადგინონ უტყუარი ფაქტები, რომელზე დაყრდნობითაც ვრცელდება მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები. იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში არ მოხდება ზემოაღნიშნული მტკიცებულებების წარმოდგენა, გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვივარაუდოდ, რომ „საყდრისის გადარჩენის კომიტეტი“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რომელიც პარალელურ რეჟიმში ყაჩაღიანის უბანზე სამუშაოების შეჩერების მოწოდებით გამოდის, ახდენს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას, რომელიც მიმართულია კომპანია „არემჯის“, ბოლნისის რაიონის და მთლიანად რეგიონის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს კომპანიის საქმიანობიბის შეფერხებას.

კომპანია „არემჯი“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ 2014 წლის 13 დეკემბრიდან, ყაჩაღიანის №1 უბანზე სამუშაოებს ახორციელებს კანონის სრული დაცვით, შესაბამისი ბრძანებების და ნებართვების საფუძველზე.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ ადგილზე სამუშაოების დაწყების დღიდან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ არაერთხელ განხორციელდა მონიტორინგი. ჩვენი ინფორმაციით, ზემოთხსენებული მონიტორინგის დროს მათ მიერ არანაირი არქეოლოგიური მასალის არსებობა არ დაფიქსირებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100