სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჩვენს ინტერესებშია, სამუდამოდ დაესვას წერტილი მარჟებზე გავრცელებულ დეზინფორმაციას“

როგორც კომპანია ლუკოილში აცხადებენ, ფასის შეცვლის კონკრეტულ პერიოდს ჯერჯერობით ვერ დაასახელებენ, რადგან ეს დამოკიდებულია კომპანიის მარაგებზე და სხვა რიგ ფაქტორებზე.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენგან ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე და არავითარ შემთხვევაში სხვა გარემოებით. ბოლო წუთამდე შევეცდებით, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან მიღებული არ იქნას.“ - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე.

მისივე თქმით, რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ ანტიმონოპოლიურ სამსახურთან და კომპანის ყოველთვის მზადაა, მათი საქმიანობის შესახებ ნებისმიერ ინფორმაცია მიაწოდოს ნებისმიერ უწყებას.

“ანტიმონოპოლიურ სამსახურთან რამდენიმე შეხვედრა ნამდვილად გვქონდა და კიდევ გვექნება. ჩვენ ვართ თანამშრომლობის და ურთიერთობის იმ ფორმატში გადასულები, როდესაც ჩვენ თვითონ ვართ მოწადინებულები, რაც შეიძლება მალე დაესვას წერტილი მოარულ და ყბადაღებულ თემებს და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ჩვენს მარჟებთან მიმართებაში. ჩვენ, ერთ-ერთ შეხვედრაზე მადლობაც კი მივიღეთ რომ საკმაოდ ოპერატიულად მივაწოდეთ ინფორმაცია სამსახურს. მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ადეკვატური განხილვა მიმდინარეობს.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100