სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Adjara Group Hospitality -იმ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და საქართველოს ბანკმა ხელი მოაწერეს 24 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულებას

თბილისი, 2 მარტი, 2015 - Adjara Group Hospitality-იმ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა(EBRD) და საქართველოს ბანკმა ხელი მოაწერეს 24 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულებას, საქართველოში 5 ვარსკვლავიანი უმაღლესი კლასის სასტუმრო InterContinental-ის პროექტის დაფინანსების მიზნით, რომელიც წარმოადგენს Intercontinental Hotels Group (IHG)-ის წამყვან ბრენდს. ეს არის პირველი Manchise (ფრენჩაიზისა და მენეჯმენტის ნაზავი) პროექტი, რომელსაც Adjara Group Hospitality-იმ 2014 წლის მარტში IHG-სთან დადებული ხელშეკრულების ხელმოწერისას ჩაუყარა საფუძველი. პროექტი ითვალისწინებს 3 წლიან მენეჯმენტს IHG-ის მხრიდან, რასაც მოყვება ფრენჩაიზის შეთანხმება და მენეჯმენტის უფლება სრულად გადაეცემა Adjara Group Hospitality-ის.

სასტუმრო InterContinental Tbilisi განთავსდება თბილისის ცენტრში, მერაბ კოსტავას ქუჩის #14-ში, ყოფილი გამომცემლობის შენობაში, საერთო ფართით 27,000 კვ. მ. და 259 სასტუმრო ოთახით. სასტუმროში ასევე განთავსდება: აპარტამენტები, მათ შორის საპრეზიდენტო, დახურული და ღია აუზები, საერთაშორისო ბრენდის სპა, რესტორანი, ქლაბ ლაუნჯი, საბანკეტო სივრცე, საგამოფენო სივრცე და ოთხი საკონფერენციო დარბაზი. ინტერიერის დიზაინის შემუშავებაზე მუშაობს კომპანია Jestico + Whiles.

ხსენებული პროექტის საერთო ღირებულება 53 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მას Adjara Group Hospitality-სთან ერთად EBRD და საქართველოს ბანკი დააფინანსებენ. მიმდინარე ეტაპზე მშენებლობაზე დასაქმებულია 150 ადამიანი, ხოლო პროექტის დასრულებისას სასტუმროში დასაქმდება 350-მდე თანამშრომელი. სასტუმრო InterContinental Tbilisi-ის გახსნა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება.

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, ქვეყანაში პირველმა დაიწყო სასტუმროების სექტორის დაფინანსება. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სასტუმროების სექტორზე გაცემული დაფინანსების პორტფელმა 132.1 მლნლარი შეადგინა.

Adjara Group Hospitality-ისაქართველოში ყველაზე დიდი, სწრაფად მზარდი კომპანიაა ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტის სფეროში, რომელიც აერთიანებს სასტუმროებს: Holiday Inn Tbilisi, Rooms Tbilisi და Rooms Kazbegi, ასევე სამომავლო პროექტს Crowne Plazaბათუმში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100