სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Express Card-ზე დამტკიცებული Express განვადებით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქრად 1000 Express ბონუსქულას მიიღებს

თბილისი, 2 ნოემბერი, 2015 – ExpressBank-ი, ყველაზე მარტივი ბანკი, მომხმარებელს, რომელიც 30 ნოემბრის ჩათვლით Express Card-ზე დამტკიცებული Express განვადებით ისარგებლებს, საჩუქრად გადაცემს 1000 Express ბონუსქულას. ამასთან, მას, ვისაც ჯერ არ აქვს Express Card-ი, 30 ნოემბრის ჩათვლით შესაძლებლობა აქვს უფასოდ აიღოს ბარათი, როგორც Express Bank-ის სერვისცენტრებში, ასევე Express განვადების პარტნიორ ობიექტებში.

Express განვადებით სარგებლობისთვის მომხმარებელს შეუძლია მიმართოს პარტნიორ სავაჭრო ობიექტებს. Express განვადების პირობებია: ლიმიტი 1,000 ლარამდე, ვადა 2-დან 24 თვემდე, საპროცენტო განაკვეთი - 0% უპროცენტო განვადების შემთხვევაში და 1.9% სტანდარტული განვადებისას. Express Card-ზე დამტკიცებული ლიმიტის გამოყენებას მომხმარებელი პარტნიორ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ნებისმიერ დროს შეძლებს. პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი მოცემულია ვებგვერდზე: www.ganvadeba.com

მომხმარებელს ყველაზე მარტივი საბანკო მომსახურების მიღება, საქართველოს მასშტაბით ExpressBank-ის 100-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია. Express Bank-ის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ყოველ თვე ისარგებლოს ახალი, უნიკალური შეთავაზებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ExpressBank-ის მომსახურების შესახებ, ეწვიეთ: www.ebank.ge

###

Express Bank-ის შესახებ:

Express Bank-ი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ბანკია საქართველოში. Express Bank-ი მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე აუცილებელ საბანკო პროდუქტებს, რომლებიც, ამავე დროს, მარტივი მისაღები და ადვილი გამოსაყნებელია. Express Bank-ი ეხმარება მომხმარებელს საბანკო ისტორიის შექმნაში, რაც, მომავალში, მას მეტ შესაძლებლობას გაუხსნის. Express Bank-ი მომხმარებელს საბანკო მომსახურებას სთავაზობს 100-ზე მეტი სერვისცენტრის მეშვეობით მთელს საქართველოში, ისევე როგორც დისტანციური საბანკო მომსახურების არხებით. შედეგად, მომხმარებელს ძირითადი საბანკო მომსახურების მიღება პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობისთვის, გახანგრძლივებულია Express Bank-ის სერვისცენტრების მუშაობის საათებიც. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ebank.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100