სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკმა აზიის განვითარების ბანკთან სამ ხელშეკრულებაზე დაასრულა მუშაობა

თიბისი ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა ხელი მოაწერეს სამ ხელშეკრულებას.

პირველი ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი მიიღებს 10 წლიან სუბორდინირებულ სესხს 50 მილიონი დოლარის ოდენობით. ეს თიბისი ბანკსა და ADB-ის შორის გაფორმებული პირველი ასეთი ხელშეკრულებაა. აღნიშნული რესურსი გააძლიერებს ბანკის მეორად კაპიტალს და ხელს შეუწყობს ბანკის ზრდასა და განვითარებას მომდევნო წლების განმავლობაში.

მეორე ხელშეკრულებით, აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს 5 წლიან 50 მილიონი აშშ დოლარის რესურს, რომელიც თიბისი ბანკს მისცემს საშუალებას, განაგრძოს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება საქართველოს რეგიონებში. ეს არის რიგით მეორე ასეთი თანამშრომლობა თიბისი ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის, რაც ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში.

ორივე რესურსი თიბისი ბანკისთვის ხელმისაწვდომია ევროში, დოლარში ან ლარში.

მესამე ხელშეკრულება მხარეებს შორის არის ტექნიკური დახმარების გრანტი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის საშუალებითაც აზიის განვითარების ბანკი ხელს შეუწყობს თიბისი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესაკადეემის განვითარებას. ბანკის ეს ინოვაციური პროექტი უზრუნველყოფს ტრენინგებსა და საკონსულტაციო სერვისს, რათა აამაღლოს ბიზნესუნარები და შექმნას ახალი შესაძლებლობები მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს მასშტაბით.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას აზიისა განვითარების ბანკთან. ამ ორი რესურსის საშუალებით და მცირე და საშუალო კომპანიების ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფით თიბისი ბანკი შეძლებს კიდევ უფრო გაამყაროს საკუთარი პოზიცია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესსეგმენტში. ბანკი გეგმავს გაზარდოს სასესხო პორტფელი საქართველოს რეგიონებში, სადაც დღეისათვის საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ამ ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, აზიის განვითარების ბანკის მიერ თიბისი ბანკის ჯამური დაფინანსება შეადგენს 150 მილიონ აშშ დოლარს. ჩვენ განსაკუთრებულად მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა აზიის განვითარების ბანკთან ასე წარმატებით ვითარდება,“ - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას თიბისი ბანკთან და ხელს ვუწყობთ ეკონომიკის განვითარებას საქართველოს რეგიონებში. ამ თანამშრომლობით, ჩვენ ვახორციელებეთ ინვესტიციას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში და ამით ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყანაში ბიზნესის შემოსავლისა და დასაქმების დონის ამაღლებაში,“ - განაცხადა რაინერ ჰარტელმა, აზიის განვითარების ბანკის დირექტორმა.

აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათაო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდის, გარემოს დაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონებში სიღარიბის დონის შემცირებას. ბანკი დაარსდა 1996 წელს და აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას მსოფლიოს 48 რეგიონიდან. საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100