მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE" Contact
ყველაზე კითხვადი სტატია
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
"ცხო­რი! ცხო­რი! ცხო­რი!"
ახლა კითხულობენ

სუპერმარკეტი „სმარტი“ ხორცპროდუქტების ასორტიმენტს ზრდის  

თბილისში ავეჯის ფორუმი იხსნება  

Google-მა სამ წუთში 2011 წლის მსოფლიო აჩვენა (ვიდეო)  

ხვალიდან „სუპერ ტივიზე“ GMG-ს არხები გაითიშება  

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ვაკანსია გამოცხადდა  

წავიდა და დაიკარგა, აფხაზეთთან ერთად დაიკარგა... 

„სცენის ეპოქალური დედოფალი“ სოფიკო ჭიაურელი... 

ასე იხსნა აკაკი წერეთელმა პოლიციისგან ქურდი 

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია-პოლიციის მანქანები დუბაიში 

მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი 

ის მსოფლიოს ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტია 
“გაერთიანებული ტელეკომის“ ინტერნეტ–აქცია ოცამდე ქალაქში მიმდინარეობს

12:39 12.02.2010
„გაერთიანებული ტელეკომის“ ინტერნეტ–აქცია ქვეყნის მასშტაბით ოცამდე ქალაქში მიმდინარეობს. თავდაპირველად ინტერნეტ ქსელში უფასოდ ჩართვა 15 დეკემბრიდან მხოლოდ თბილისელი და რუსთაველი აბონენტებისთვის იყო შესაძლებელი, ხოლო 15 იანვრიდან ამ აქციას საქართველოს 20–ამდე ქალაქი შეურთდა.
აქციის ჩასატარებლად დამატებითი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდა ქალაქებში: საგარეჯო, გარდაბანი, მარნეული, გორი, ქარელი, კასპი, ხაშური, ჭიათურა, ხარაგაული, ქუთაისი, სამტრედია, ზესტაფონი, წყალტუბო, ვანი, ბორჯომი, ბაკურიანი, აბაშა, ხობი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ფოთი, სენაკი, ზუგდიდი.
უფასო ინსტალაციის აქცია 15 თებერვლამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში ახალ აბონენტებს ინსტალაციის საფასური 20$ არ დაერიცხებათ. აღნიშნული შემოთავაზებით უკვე რამდენიმე ათასმა მომხმარებელმა ისარგებლა და უფასოდ ჩაერთო „გაერთიანებული ტელეკომის“ ქსელში.

როგორც თბილისის, ისე რეგიონების მცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ ცხელ ხაზზე, 100-100-ზე, დარეკვით დაუკვეთონ ინტერნეტის ინსტალაცია და „გაერთიანებული ტელეკომის“ ფილიალებში შექმნილი ტექნიკოსთა ჯგუფები 3 დღის განმავლობაში უფასოდ უზრუნველყოფენ მომხმარებლებისთვის ინტერნეტის მიწოდებას. არჩეული პაკეტის ყოველთვიური საფასური სატელეფონო გადასახადთან ერთად ერიცხება აბონენტს და მისი დაფარვა შესაძლებელია ბანკებისა და ტერმინალების მეშვეობითაც.
ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, სენაკში, ოზურგეთში, აბაშასა და ლანჩხუთში მოქმედ კომერციული ბანკების ფილიალებში სატელეფონო და ინტერნეტ დავალიანების გადახდების სისტემა ამოქმედდა. კომპანიის აბონენტები ანგარიშსწორებას ყოველგვარი საკომისიო დანამატის გარეშე სამ ბანკში აწარმოებენ: „საქართველოს ბანკი“, „ტაოპრივატ ბანკი“, „თიბისი ბანკი“ და ფეი–ბოქსების (ტერმინალების) მეშვეობით (ნოვა; თიბისიფეი). ასევე კერძო კომპანიამ UCC (გაერთიანებული საკლინინგო ცენტრი), რომელიც სხვადასხვა ბანკების მომსახურებებს აერთიანებს, რეგიონებში სატელეფონო დავალიანების დაფარვის სერვისის აამოქმედა. ამ ეტაპზე ქალაქ ფოთის აბონენტები სარგებლობენ UCC მომსახურებით.
„კომპანიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლევა გადახდის სერვისი კომერციულ ბანკებსა და ტერმინალებშიც გადაიტანოს. ანგარიშსწორების გამარტივება ჩვენს აბონენტს საშუალებას აძლევს მისთვის მოსახერხებელ ადგილას დაფაროს დავალიანება, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე. დავალიანების დაფარვა თბილისიდანაც შეეძლებათ ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის,აბაშის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის აბონენტებს.“ – განაცხადა „გაერთიანებული ტელეკომის“ მომსახურების ხარისხის მართვისა და მედია კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრა ჩიქავამ.

„გაერთიანებულმა ტელეკომმა“ წლის დასაწყისში თბილისსა და რუსთავში დავალიანების დაფარვის ალტერნატიული გზები შეთავაზა აბონენტებს. კომპანიის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სატელეფონო და ინტერნეტ გადასახადები კომერციულ ბანკებში („საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „ბითიეი ბანკი“, „კორსტანდარტ ბანკი“, „ტაო ბანკი“, „სახალხო ბანკი“, „თბილბიზნესბანკი“) და მაღაზიათა ქსელში „მობი“ ყოველგვარი საკომისიოს გარეშე გადაიხადონ. ასევე შესაძლებელია დავალიანების დაფარვა ტერმინალების და ინტერნეტის (www.ipay.ge, www.tbcbank.ge ) მეშვეობით. მათ რიცხვს 2010 წლის იანვრიდან მიემატება ბანკი „რესპუბლიკა“ და ბანკი „ქართუ“.

„გაერთიანებული ტელეკომი“ ქვეყნის მასშტაბით 450 ათას აბონენტს ემსახურება და სთავაზობს სატელეფონო, ინტერნეტ და უკაბელო სერვისებს. ამჟამად კომპანია სულ 45 ქალაქს აწვდის ინტერნეტს. წლის განმავლობაში ინტერნეტიზაციის პროცესი რეგიონებში გაგრძელდება. წამახალისებელი აქციების გარდა კომპანია ინტერნეტ აბონენტებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებას წლის განმავლობაში გეგმავს. ამჟამად მიმდინარეობს მრავალფეროვანი გასართობი ვებ–გვერდების შექმნა, რომელიც ძალზედ პოპულარულია საქართველოში.

კომენტარი     ბეჭდვა  

Abc1232011-07-03 01:12:47
Abc123

Abc1232011-07-03 01:40:59
Abc123

Abc1232011-07-03 01:53:21
Abc123

Abc1232011-07-03 02:08:25
Abc123

Abc1232011-07-03 02:22:39
Abc123

Abc1232011-07-03 02:51:35
Abc123

Abc1232011-07-03 03:23:28
Abc123

Abc1232011-07-03 03:43:52
Abc123

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
droni.gimg@gmail.com
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962
რეკლამა საიტზე
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი