სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღე მე-8 - გოჩას და ნატახტარის ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან ევროპის ჩემპიონატის

მერვე დღეს, როგორც შეგპირდით, გოჩა ნატახტართან ერთად ნიციდან მოგვესალმა და პირდაპირ ეპანეთი-თურქეთის მატჩიდან ჩაგვერთო.
ჩართვაში მაყურებელს თამაშის დაწყების წინ საშუალება ჰქონდა ენახა სხვადასხხვა სახალისო წარმოდგენები გულშემატკივრებისგან. ნიცის სტადიონი „ალიანს რივიერა“ 85000 ადამიანს იტევს. შეიძლება ითქვას, რომ სტადიონი გადაწითლებული იყო. მხიარული ესპანელი გულშემატკივრები მთელი მატჩის დროს ქომაგობდნენ თავიანთ ნაკრებს. ესპანეთმა თურქეთი 3:0 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონეტის მერვე დღეს სხვა თამაშებიც იყო. იტალიამ 1:0 მოუგო შვედეთს, ხოლო ჩეხეთის და ხორვატიის მატჩი ფრე, 2:2 დამთავრდა.

გოჩამ გუშინაც შემოგვთავაზა ვიქტორინა. ამჯერად სხვა კითხვით: „რომელ წუთზე იქნება პირველი ლუდისფერი (ყვითელი) ბარათი?“. წესები არ შეცვლილა და პირველი სწორი პასუხის ავტორს ხვალ გავიგებთ, რომელსაც ერთი ყუთი ლუდი ნატახტარი გადაეცემა საჩუქრად.

სამწუხაროდ გუშინდელი დღე სევდიანიც იყო. 17 ივნისს, უკვე მეორე ირლანდიელი გულშემატკივარი გარდაიცვალა. 62 წლის მამაკაცს გული გაუსკდა სტადიონზე ყოფნის დროს. ხოლო ხორვატიის ნაკრების ერთ ერთ ფეხბურთელს კი მამა გარდაეცვალა და მიუხედავად ამისა მან მაინც ითამაშა, რამაც გულშემატკივრების დიდი ოვაციები გამოიწვია.ბოლოს კი მხიარულ ნოტაზე დავასრულოთ და გიტოვებთ ერთერთი გულშემატკივრის კომენტარს და ფოტოს.

"სილამაზის სალონში ვთხოვე, თავზე ჩემი ძმისნაირი ვარცხნილობა მინდა - მეთქი. როგორც ჩანს, ვარცხნილობის ნაცვლად მაისური გაიგეს"
გოჩა და ნატახტარი ფეხბურთის გულშემატკივრებს უნიკალურ შანსს აძლევენ, ნახონ ყველა ის საინტერესო ფაქტი და დეტალი, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავენ. ერთი სიტყვით, თუკი მეტი ფეხბურთი გწყურიათ, თუ გსურთ კულისებიდან ნახოთ ის, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავთ. ან არ გიყვართ ფეხბურთი, მაგრამ უბრალოდ გოჩა გიყვართ. მაშინ გოჩა და ლუდი "ნატახტარი" თქვენთვის საფრანგეთიდან მეტი ფეხბურთის ჩამოტანაზე იზრუნებენ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ჩართვის დროს გოჩა თანდარაშვილი არა მხოლოდ ფანზონაში და სტადიოენზე მიმდინარე ამბებს გვაცნობს, არამედ სოციალურ ქსელში, ნატახტარის გვერდზე დასმულ კითხვებს ან უბრალოდ კომენტარებსაც პასუხობს. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ რომ, გააქტიურდეთ და დაუსვათ გოჩას თქვენთვის საინტერესო შეკითხვები.
ბმულები:

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1329353527082064/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1329316603752423/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100