მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE" Contact
ყველაზე კითხვადი სტატია
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
ლი­ბე­რა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
ახლა კითხულობენ

ქართული სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მინიჭების პროცესი გრძელდება  

ბიზნესომბუდსმენი არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა  

7 მაისი, 7 საათი, თიბისი გალერეა, „ბოლო გრადუსი“...  

კომპანია m-tour -ს არ უნდა ვენდოთ?  

საქართველოში ყველაზე დაბალპროცენტიანი შეთავაზება ბიზნესსესხებზე საქართველოს ბანკისგან  

წავიდა და დაიკარგა, აფხაზეთთან ერთად დაიკარგა... 

„სცენის ეპოქალური დედოფალი“ სოფიკო ჭიაურელი... 

ასე იხსნა აკაკი წერეთელმა პოლიციისგან ქურდი 

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია-პოლიციის მანქანები დუბაიში 

მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი 

ის მსოფლიოს ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტია 
ჩინეთი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სერიოზულ კიბერშეტევაშია ეჭვმიტანილი

ანანო კვაჭანტირაძე
17:33 06.08.2011

კიბერშეტევის გამოძიების დასრულებისა და დამნაშავის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია გუშინ, კომპანია McAfee–ს ვიცე–პრეზიდენტმა, დიმიტრი ალპეროვიჩმა გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ McAfee მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი კომპანიაა, რომელიც ანტივირუსულ პროგრამებსა და კომპიუტერის უსაფრთხოებისათვის აუცილებელ სისტემებს ქმნის. კომპანიის ვიცე–პრეზიდენტმა კი ოფიციალურ საიტზე განათავსა 14 გვერდიანი მოხსენება, კიბერშეტევასთან დაკავშირებული ოპერაციის გახსნაზე. აღნიშნულ კიბერშეტევას Shady Rat უწოდეს. ვიცე–პრეზიდენტის თქმით, კიბერშეტევის კვალის აღმოჩენა მიმდინარე წლის მარტში შეძლეს და დაადგინეს, რომ პირველი თავდასხმა 2006 წელს განხორციელდა. ასე რომ, ოპერაცია თითქმის ხუთი წელიწადი მიმდინარეობდა.

ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის მსხვერპლი 72 სტრუქტურა გახდა, მათ შორის გაეროს ჟენევის დანაყოფის ინტერნეტ გვერდი, ამერიკის შეერთებული შტატების მმართველობა, კანადა, ინდოეთი, ვიეტნამი, სამხრეთ კორეა და ტაივანი, „ასეანის“ (სამხრეთ–აღმოსავლეთი აზიის) წევრები, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, მსოფლიო დოპინგის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაცია, ასევე ათობით კომპანია, მათგან 11 ორგანიზაცია, რომლებიც პენტაგონს ექვემდებარებიან.

„ჩვენც კი გაგვაოცა დაზარალებული ორგანიზაციების რაოდენობამ და კრიმინალების შესაძლებლობამ“, – აღნიშნა ალპეროვიჩმა. მისი თქმით, Shady Rat უნიკალური, მაგრამ ერთადერთი კიბერშეტევა არ არის, რომელმაც ასეთი მასშტაბების მქონე ორგანიზაციები დააზარალა. „მე კომპანიებს ორ ნაწილად დავყოფდი: ისინი რომლებმაც უკვე იციან კიბერშეტევის შესახებ, და ისინი რომლებმაც ჯერჯერობით არაფერი იციან“, – განაცხადა ვიცე–პრეზიდენტმა.

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული შეტევის უკან ძლიერი ქვეყანა დგას, რომელმაც ყოველივე შეუკვეთა, თუმცა კომპანია McAfee ვარაუდების გამოთქმისგან თავს იკავებს. ამასთანავე, კომპანიამ თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია მსგავსი ოპერაციის გახსნასთან დაკავშირებით, რომლის სახელწოდებაც „ღამის დრაკონი“ იყო. მისი მსხვერპლი კი ხუთი მსოფლიო დონის ნავთობკომპანია გახდა. იმ დროისათვის McAfee–მ განაცხადა, რომ შეტევები განხორციელდა კომპიუტერების საშუალებით, რომლებიც ჩინეთის ტერიტორიაზე იყო განლაგებული. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ვარაუდები კიბერშეტევაში არც ოფიციალური პეკინისა და არც ჩინელი ჰაკერების მონაწილეობას არ ამტკიცებს, თებერვალში მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებმა კიბერშეტევის მრავალი მაგალითი მოიყვანეს, რომლებშიც, მათი აზრით, პეკინის ხელი ერია. მათგან ყველაზე გახმაურებული იყო, გასულ წელს Google–ის ინფრასტრუქტურაში შეჭრის ფაქტი, რომლის შედეგადაც უცნობმა ჰაკერებმა რამდენიმე სამართალდამცავის ელექტრონული ფოსტის მონაცემების მოპოვება შეძლეს.

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ოპერაცია Shady Rat–ის უკან კვლავ ჩინეთის ხელისუფლება დგას. ეს სამიზნეების სიაშიც ჩანს, რომელებიც ჰაკერების შეტევის შედეგად დაზარალდნენ. სტრატეგიული და საერთაშორისო გამოძიების ცენტრის ექსპერტის კიბერუსაფრთხოების საკითხებში, ჯიმ ლუისის თქმით, კიდევ ერთი მტკიცებულება, აღნიშნული ბრალდების გასამტკიცებლად, საერთაშორისო ოლიმპიურ ორგანიზაციაზე, მსოფლიოს დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოზე და ევროპასა თუ აზიაში სახელმწიფო ოლიმპიურ კომიტეტებზე თავდასხმაა.

ჩინეთის ხელისუფლება აღნიშნულ ბრალდებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, ყველასთვის ცნობილია, რომ ჩინეთი არის ერთ–ერთი იმ ქვეყნებიდან, რომელსაც კიბერომის დასაწყებად და მასში მონაწილეობის მისაღებად სერიოზული რესურსი გააჩნია.

აღნიშნულ ფონზე, მსოფლიოში კიბერტერორიზმისგან თავდასაცავად მზადება მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ირანში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეში უკვე არსებობს კიბერჯგუფი, რომელთა დანიშნულებაც, აღნიშნული პრობლემისგან სახელმწიფოს დაცვაა. მათი საერთო რაოდენობა უცნობია, თუმცა ექსპერტები ვარაუდოებენ, რომ მსოფლიო მასშტაბით შექმნილ კიბერტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველ ჯგუფებში 30 ათასამდე ადამიანია გაწევრიანებული.

კომენტარი     ბეჭდვა  

L.T2011-10-25 14:03:20
აჰააა...დავამთავრებ უნივერსიტეტს და კიბერმცველი გავხდები :დ

ვიკუ2012-02-18 19:18:31
უყურადღებოდ არ დატოვოთ ეს მესიჯი. http://www.businessnewsonline.net/?jnow=1&ref=7082 ამ საიტზე დარეგისტრირებით საშუალება გექნებათ უფასოდ შეავსოთ ლოტოს ბილეთები. მოგებისთვის სამი რიცხვის გამოცნობაც საკმარისია. ასევე ხალხის მიყვანაშიც გიხდიან ფულს. ვფიქრობ კარგი წინადაადებაა დარეგისტრირდით შეავსეთ ბილეთები სისტემატურად და უკმაყოფილო არ იქნებით... მე მაგალითად ბრაუზერის მთავარ გვერდად დავაყენე ეს ლინკი და არ მავიწყდება ყოველდღიურად შევსება. ვისაც ბლეფი ჰგონია მათთვის ვიტყვი რომ 100 ლარი უკვე გამოვიტანე გუშინ ჩამირიცხეს... ასე რომ... წარმატებებიიი <3

Sahil2012-04-24 15:54:38
Free info like this is an apple from the tree of konwledge. Sinful?

2012-07-27 01:37:36
ვიკუ: კარგი დავრეგისტრირდი მაგალითად ამ საიტზე და მერე მოგებული ტანხა როგორ უნდა გავანაგდო?

2012-07-27 01:38:33
ვიკუ: მომწერე პასუხი დატოკობახიდზე34@იაჰოო.კომ-ზე

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
droni.gimg@gmail.com
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962
რეკლამა საიტზე
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი