სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინასა და რუსეთს შორის შავმა "ეკონომიკის შავმა კატამ" გაირბინა

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გაფრთხილება მისცა უკრაინას იმის თაობაზე, რომ მას უფლება არა აქვს გაწყვიტოს არსებული კონტრაქტები რუსებთან. ამას წინ უძღოდა ვიქტორ იანუკოვიჩის მუქარა იმის თაობაზე, რომ რუსეთის საკითხს იგი საერთაშორიოსო სასამართლოს გადასცემდა, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი უკრაინაში. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთ-უკრაინის დაახლოების საკითს, რომელიც თითქოს უნდა მომხდარიყო პრო-რუსული კანდიდატის იანუკოვიჩის უკრაინის პრეზიდენტად გახდომის შემდეგ. უკრაინის მთავრობის რწმუნებულმა ოლეგ ვოლოშინმა ამერიკის ხმასთან საუბარში გამოთქვა მოსაზრება, რომლის თანახმად აწმყო პრობლემის ნამდვილი მიზეზია უკრაინის უარი შეუერთდეს მოსკოვის ინიციატივით შექმნილ საბაჟო კავშირს.

-„ ჩვენ რუსეთთან მეგობრობა გვსურს, მაგრამ ამავე დროს გვსურს ევროკავშირში გაერთიანება. „

გასულ წელს მოსკოვი ყველანაირად ცდილობდა დაერწმუნებიდა იანუკოვიჩი იმაში, თუ რა კარგი პერსპექტივები გაიხსნებოდა უკრაინისათვის იმ შემთხვევაში თუ იგი შეუერთდებოდა რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირს. მიუხედავად ამისა უკრაინის პრეზიდენტი უარზე დგას. უკრაინის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა ვიქტორ ჩუმაკმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ გამოავლინა ის, რომ გამოკითხულ უკრაინელთა 70% სურს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.

-„ უკრაინის მთავრობასა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვაობას მხოლოდ ტაქტიკური ხასიათი აქვს. მიზანი კი მხოლოდ ერთია - ევროკავშირში გაწევრიანება.“

იანუკოვიჩმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ მომავალი ათი წლის განმავლობაში უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. იგი იმედოვნებს, რომ დეკემბრისათვის უკრაინასა და ევროკავშირს შორის დაიდება ჩარჩო-ხელშეკრულება.

ამ ფონზე მოლაპარაკება მოსკოვთან უკრაინის ათწლიან კონტრაქტზე ბუნებრივი აირის საკითხში სულ უფრო მწვავე ხდება. გასულ სამშაბათს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა სიმბოლურად გახსნა გაზსადენი ნორდსტრიმი, რომელიც უშუალოდ აკავშირებს რუსეთსა და გერმანიას გაზსადენით, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის. ეს გაზსადენი უკრაინის გვერდის ავლით 1200 კმ-ზეა გადაჭიმული. გაზსადენის გახსნის ცერემონიაზე პუტინმა განაცხადა: „-ჩვენ ნელ-ნელა ვთავისუფლდებით ტრანზიტული ქვეყნების დიქტატისაგან.“

პუტინმა ამას გარდა განაცხადა, რომ უკრაინას ფასდაკლებას მისცემენ ბუნებრივ აირზე თუ გაზპრომს კიევი უფლებას მისცემს ბუნებრივი აირის უკრაინული სახელმწიფო კომპანია ნაფტოგაზი შეისყიდოს. გაზპრომის კონტრაქტები კი ბუნებრივ აირზე რუსეთის ფასებს მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებს უტოვებს. არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ერთი სერიოზული დაპირისპირება მოხდეს უკრაინასა და რუსეთს შორის ბუნებრივი აირის საკითხზე. 2009 წლის იანვარში რუსეთმა შეწყვიტა ბუნებრივი აირის მიწოდება უკრაინის მიმართულებით, რამაც ზემოქმედება მოახდინა სულ მცირე ათ ევროპულ სახელმწიფოზე, რომლებსაც შუა ზამთარში სამი კვირის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ ბუნებრივი აირი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100