სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერებმა მობილური სამზარეულო გამოიგონეს

მეცნიერებმა მობილური სამზარეულო გამოიგონეს. Electrolux Mobile Kitchen სამ ისეთ ფუნქციას აერთიანებს, რომელთა გარეშე თანამედროვე სამზარეულო წარმოუდგენელი იქნებოდა – ინდუქციური ფილა, გამყოფი დაფა და სენსორული ეკრანი. მობილური სამზარეულო ელემენტზე მუშაობს, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ დატენოთ მზადების პროცესშიც კი.

მობილური სამზარეულო მომხმარებელს საშუალებას აძლევს, კერძის მომზადებისას ყველაფერი გათვალოს. გარდა ამისა, მზადების პროცესში LCD ეკრანის საშუალებით თვალი ადევნოს კერძის მომზადებას.”ლეპტოპ-სამზარეულო” ისეთ ადამიანებს გამოადგებათ, ვინც ხშირად დადის მეგობრებთან ერთად პიკნიკზე ან მოგზაურობა იზიდავს.

მაგრამ როგორ შეერწყმება ყველა ფუნქცია ერთმანეთს, ჯერ უცნობია.
მიუხედავად იმისა, რომ მოდელი უკვე არსებობს, ჯერ გაურკვეველია, როგორ მოხერხდება ეკრანის ცხიმის წვეთებისა და კვამლისგან დაცვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100