სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გერმანიაში საწვავის ფასს „ბენზინის პოლიცია“ გააკონტროლებს

„ბენზინის პოლიცია“ ერთგვარი ანტიმონოპოლიური სამსახური იქნება, რომელიც გერმანიაში საწვავის ფასებს გააკონტროლებს. ბენზინგასამართი სადგურების მფლობელები ანგარიშვალდებულნი იქნებიან განმარტონ და ახსნან ბენზინის ფასის ცვლილების (როგორც მომატების, ასევე დაკლების) მიზეზები.

გავრცელებული ინფორმაციით, ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორები აღნიშნულ ორგანოს ასევე მიაწოდებენ ინფორმაციას, თუ რა ფასად შეიძინეს ესა თუ ის საწვავი.

ამ მონაცემების საფუძველზე, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ საწვავის ფასებს გააკონტროლებს და მფლობელების მიერ საწვავის ფასით მანიპულირებას არ დაუშვებს.

ინიციატივას გერმანიის მინისტრის კაბინეტმა, კანცლერის, ანგელა მერკელის მეთაურობით, მხარი უკვე დაუჭირა. ბერლინს ამ ნაბიჯის გადადგმა ქვეყანაში ბენზინის ფასის რეკორდულმა ზრდამ აიძულა.

ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებმა უკვე გააკრიტიკეს ხელისუფლების ახალი ინიციატივა. დარწმუნებულები არიან, რომ ეს მხოლოდ ბიუროკრატიას გაზრდის გერმანიაში, ხოლო ბენზინის ფასი კვლავ გაიზრდება.

შეგახსენებთ, გასულ თვეს, აშშ–ს პრეზიდენტი, ბარაქ ობამა, საწვავის მაღალი ფასების წინააღმდეგ ბრძოლის ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100