სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხათუნა ბერძენიშვილი: თანამდებობა თეა წულუკიანზე მომზადებული სიუჟეტის გამო დამატოვებინეს

"მე მაქვს უფლება, მქონდეს გარკვეული ვარაუდი, რომ გადაწყვეტილება საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ჩემი გაშვების შესახებ "მოამბეში" გუშინ თეა წულუკიანზე გასულ სიუჟეტს უკავშირდება".

ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ხათუნა ბერძენიშვილმა სპეცბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გიორგი ბარათაშვილი გუშინ მას რამდენჯერმე დაუკავშირდა და სთხოვა, თეა წულუკიანის იურიდიული განათლების შესახებ მომზადებული სიუჟეტი ეთერში არ გასულიყო.

"მე არსად წასვლას არ ვაპირებ", - განაცხადა ხათუნა ბერძენიშვილმა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს მოუწოდა, დაინტერესდეს, ვისგან განიცდის პოლიტიკურ ზეწოლას არხის დირექტორი, რომლის ნათესაური კავშირების შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელთან ირაკლი ტრიპოლსკისთან საყოველთაოდ ცნობილია.

ხათუნა ბერძენიშვილის განცხადებით, ბარათაშვილმა მას სხვა თანამდებობაზე გადასვლა ან ფულადი თანხა შესთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ იგი საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, ზოგადად, საინფორმაციო პოლიტიკიდან წასულიყო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100