სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თენგიზ გუნავას გათავისუფლებას youtube-ის დახმარებით ითხოვენ

„თავისუფლება თენგიზ გუნავას“ - „ექაუნთი“ აღნიშნული სახელწოდებით იუთიბზე შეიქმნა და აქ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოები, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი პირები გინავას გათავისუფლებას ითხოვენ და საკუთარ მოთხხოვნას სხვადასხვა მოსაზრებებით ასაბუთებენ.

აღნიშნული ვიდეოების ნახვა შემდეგ ლინკზე გახლავთ შესაძლებელი: http://www.youtube.com/channel/UCQgvETtkTc-ef0N-l6htkIQ?feature=watch

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, თენგიზ გუნავას 12.07.2013-ში თბილისის საქალაქოსასამართლომ ოთხი წლით თავისუფლებისაღკვეთა შეუფარდა. თენგიზ გუნავა დამნაშავედ ცნეს ბრალდების სამი ეპიზოდიდან ორში – ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში. ხოლო ბრალდების მესამე ეპიზოდით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ეხება და გულისხმობს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსობის პერიოდში მძღოლის დაჭრის ბრალდებას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თენგიზ გუნავა აღნიშნულ ეპიზოდში უდანაშაულოა. რაც შეეხება ბრალდების ორ ეპიზოდს, რომელშიც იგი დამნაშავედ ცნეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გუნავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ამინისტიის საფუძველზე აღნიშნული სასჯელი 4 წლამდე შემცირდება. თენგიზ გუნავა განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100