სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

8 წლის ბავშვმა ცოლად 61 წლის, ხუთი შვილის დედა მოიყვანა

სამხრეთ აფრიკაში შედგა უჩვეულო ქორწილი. 8 წლის ბავშვი სანელა მასილელა (Sanele Masilela) დაქორწინდა 61 წლის, ხუთი შვილის დედაზე ჰელენ შაბანგუზე (Helen Shabangu). საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჰელენს უკვე ჰყავს ქმარი.

მიუხედავად ქორწილისა, ბავშვმა და 61 წლის ქალმა ხელი არ მოაწერეს და ერთად ცხოვრებასაც არ აპირებენ. სანელას მშობლები ამტკიცებენ, რომ ეს მხოლოდ რიტუალია და მას არ სჭირდება იურიდიული დამტკიცება. ბავშვის ოჯახმა ქორწილის გამართვაში დახარჯა 2 ათასი ამერიკული დოლარი.

8 წლის აფრიკელი ბიჭი დაქორწინდა 61 წლის ქალზე იმის შიშით, რომ მისი წინაპრები იმ ქვეყნიდან შურს იძიებდნენ მასზე. საქმროს სანელე მასილელას დედა, 46 წლის პეიშენს მასილელამ დაახლოებით 750 დოლარი გადაუხადა პატარძალ ჰელენ შაბანგუს და კიდევ 1500 დოლარი დახარჯა დღესასწაულის ორგანიზებისთვის.

ბიჭს სახელი ბაბუამისის პატისვსაცემად დაარქვეს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე არ დაქორწინებულა. გაღმა სამყაროდან ბაბუამ სათავისოდ შეარჩია ჰელენი და სანელეს სთხოვა მასზე დაქორწინება.

საქმროს დედამ განაცხადა, რომ მისმა ვაჟმა სიხარულით მიიღო მონაწილეობა ცერემონიაში. არც ერთმა მეუღლემ ე.წ. საქორწინო სერთიფიკატს ხელი არ მოაწერა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100