სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უქმდება თუ არა მანდატურის სამსახური?

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უარყოფს ინფორმაციას მანდატურისსასამხურის გაუქმბასთან დაკავშირებით.

როგორც მინისტრის აცხადებს, ასეთი ინფორმაციის გავრცლება პროვოკაციაა და მისი ავტორების იდენტიფიკაცია მოხდება. თამარ სანიკიძის თქმით,მანდატურის სამსახურის რეფორმა არაჩვეულებრივად განხორციელდა და სამსახური მუშაობას აგრძელებს.

"თუ საუბარია იმ მუხლზე, რომელიც 2012 წლის ბოლოს ჩაიდო კანონში და ამოქმედდა და რომლის თანახმადაც, დირექტორი ხდება პროცესის თანამონაწილე და დანიშნავს და გაათავისუფლებს მანდატურს, ვერ ვხვდები ამაში რა სიახლე ან გაუგებრობა იყო და რატომ ნიშნავს ეს, რომ სამსახური უქმდება. ვფიქრობ, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და აუცილებლად გამოვიკვლევთ, თუ ამ ფაქტის უკან ვინმე პროვოკატორი დგას. კანონი იმასაც განმარტავს, ვინ შეიძლება იყოს მანდატური, როგორი მომზადება და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს მას, შესაბამისად, არსებული სიტუაცია ვერ შეიცვლება და ვერც ფუნქციები შეეცვლებათ. დირექტორი ხდება პროცესის თანამონაწილე, რომ გაიზიაროს ვალდებულება, რაც სკოლას, მანდატურის სამსახურს და განათლების სამინისტროს ერთობლივად გააჩნიათ და რაც არის "უსაფრთხო სკოლის" კონცეფციის განხორციელება. მსგავს პროვოკაციებს არავისგან მოვითმენთ. უკვე გაცემულია შესაბამისი დავალება და გაირკვევა, ვინ დგას ამ საქმის უკან, ვინ ახორციელებს ასეთ პროვოკაციას თანამშრომლებს შორის. ამ ამბის ასე დატოვება არ ღირს, ვინაიდან ეს არის იმ მანდატურების შეურაცხყოფა, ვინც თავის მოვალეობას დღემდე პირნათლად ასრულებს", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისივე თქმით, სამინისტრომ დიდი მუშაობა გასწია იმისთვის, რომ მანდატურის სამსახურს მიეღო ის სახე, რომელიც დღეს აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100