სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა აგლაძის მუქარა და პრეზიდენტ მარგველაშვილის პასუხისმგებლობა (ვიდეო)

23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებული ირაკლი აგლაძის მამამ პრესკონფერენცია გამართა.

ზაზა აგლაძე აცხადებს რომ მისი შვილი უდანაშაულოა. მისი თქმით, „უდანაშაულო ბავშვს სასამართლომ 31 წელი მიუსაჯა“, ხოლო საქმე, მოკლული ტარყაშვილის ოჯახის წევრებმა გააყალბეს. ანუ, მისი მტკიცებით, ტარყაშვილის ოჯახი, არა მკვლელების დასჯას, არამედ, ზაზა აგლაძის უდანაშაულო შვილის დასჯას ითხოვდა.

მეტიც, ერთ დროს ლევან მამალაძის თანამოაზრე, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლების დროს (გიგი უგულავას მერობის პერიოდში), მერიის ყოფილი თანამშრომელი, ზაზა აგლაძე ემუქრება დღეავდელ მთავრობას, რომ თუ მის შვილს არ გაამართლებენ, ის ტარყაშვილის ნათესავებზე პირადად იძიებს შურს და „სამართლიანობას აღადგენს“.

ტარყაშვილის ოჯახის თქმით, მიუხედავად იმისა რომ ირაკლი აგლაძე დაფიქსირებულია მკვლელობის ამსახველ კადრებში (იხილეთ ვიდეოს დასაწყისი), ჩანს როგორ მისდევს უიარაღო ზურას ლაღიძის ქუჩიდან რუსთაველის მიმართულებით, მიუხედავად იმისა რომ ის, როგორც ერთ-ერთი მკვლელი, ამოიცნეს მოწმეებმაც, მიუხედავად იმისა რომ ირაკლი აგლაძე ჯერ კიდევ მკვლელობამდე 12 დღით ადრე უთვალთვალებდა ორთაჭალის ციხესთან ტარყაშვილს, რაც ფოტო-მასალითაც დასტურდება (ციხესთან ირაკლი აგლაძე ტარყაშვილის დედამ შეამჩნია და ტელეფონით ფოტო გადაუღო), ზაზა აგლაძე მაინც ამტკიცებს რომ ის უდანაშაულოა.

გარდა იმისა რომ ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა, თავისი უაზრო დაპირებით (მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ) ათას ნაძირალას გაუჩინა იმედი, მათი ერთი ნაწილი ღიად ცდილობს თავისი დანაშაულის „გაპრავებას“.

ირაკლი აგლაძის მამა, ლევან მამალაძის თანამოაზრე ზაზა აგლაძე, ბედავს და ღიად ემუქრება 23 წლის მოკლული ზურა ტარყაშვილის ოჯახის წევრებს.

რატომ? იმიტომ რომ მოკლულის დედამ პირდაპირ დაადანაშაულა პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას სიძე, მინდია გოგოჭური, მისი შვილის მკვლელობაში. გამოაქვეყნა მკვლელობის ამსახველი ვიდეოს ერთი ნაწილიც. (მეორე ნაწილი მალე გამოქვეყნდება).

გოგოჭური, რომელიც მარგველაშვილის მფარველობით სარგებლობს, ტარყაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ირაკლი აგლაძის მეგობარია.

როგორც ჩანს, ზაზა აგლაძე თვლის, რომ კრიმინალების მფარველ მარგველაშვილს, ამ მუქარისა და მათ მიერ მომავლისთის ორგანიზებული სხვა დანაშაულობების „გაპრავებაც“ შეუძლია.

მოკლულის ოჯახის განცხადებით, ზურა ტარყაშვილი 2011 წლის 17 ოქტომბერს დავით რუსიშვილმა, დავით ჯოხაძემ, ივერი გოგბერაშვილმა, ირაკლი აგლაძემ და მინდია გოგოჭურმა მოკლეს. ირაკლი აგლაძის მამა, ზაზა აგლაძე კი აცხადებს რომ ყველა მათგანი უდანაშაულოა, გარდა ივერი გოგბერაშვილისა.

ტარყაშვილს, სხვადასხვა იარაღიდან 30-ზე მეტი ტყვია ესროლეს. მკვლელობის ადგილის სიახლოვეს მკვლელობის ორი იარაღი იპოვეს - ერთ-ერთი მინდია გოგოჭურის, რომელსაც ოჯახის თქმით, წინა ხელისუფლების დროს „კუდი“ მფარველობდა, ახლა კი პრეზიდენტი მარგველაშვილი მფარველობს, რის გამოც მას მკვლელობის ბრალდებას არ უყენებენ. მკვლელობის მოტივი ბრმა შურისძიება გახდა.

პრესკონფერენციაზე, ზაზა აგლაძემ ისიც განაცხადა რომ ტარყაშვილმა მოკლა სანდრო გოგბერაშვილი, რის გამოც მასზე შური იძიეს, რაც ახლანდელი პროკურატურის განცხადებით, ცალსახა ტყუილია.

მოკლულის ოჯახის განცხადებით, ზაზა აგლაძე ამ ცილისწამების გამო სასამართლოში აგებს პასუხს, რადგან ტარყაშვილს გოგბერაშვილი არ მოუკლავს და ამას ადასტურებს როგორც წინა ხელისუფლებისდროინდელი პროკურატურა, ისე დღევანდელიც.

სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობის ბრალდება, მისივე მეგობარს, თორნიკე კაჭარავას აქვს წაყენებული. ის სასამართლომ სცნო დამნაშავედ და 24 წელი მიუსაჯეს. მის საქმეს ახლა აპელაცია იხილავს.

ტარყაშვილის ოჯახი აპირებს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი ზაზა აგლაძის წინააღმდეგ, რადგან მან პრესკონფერენციის დროს, მოკლულ ტარყაშვილს სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობა დააბრალა. მასალები უკვე გააცნეს ადვოკატს. სარჩელი ამ წუთებში მზადდება.

და ბოლოს - ზაზა აგლაძის მუქარა. მან პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ პირადად იძიებს შურს და პირადად გაუსწორდება ტარყაშვილის ოჯახის წევრებს.

მოკლულის ოჯახის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ტარყაშვილის ოჯახის რომელიმე წევრს, მის ნათესავსა თუ ახლობელს, რამე დაემართებათ, ამისთვის პირადად აგებს პასუხს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რადგან ის ტარყაშვილის ერთ-ერთ მკვლელს, მაკა ჩიჩუას სიძეს, მინდია გოგოჭურს მფარველობს (გოგოჭური ადრე მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა).

მარგველაშვილის მიერ გოგოჭურის მფარველობის გამო გულმოცემული ზაზა აგლაძე კი, მოკლულის ოჯახის წევრებზე მუქარას ბედავს.

„კატეგორიულად ვაცხადებთ: თუ ზურა ტარყაშვილის ოჯახის რომელიმე წევრს, ნათესავს, ახლობელს რამე მოუვა, ამაზე პასუხისმგებელი იქნება გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ზურას ერთ-ერთ მკვლელს, მინდია გოგოჭურს მფარველობს, რომელიც ამავე დროს, მეორე მკვლელის, ირაკლი აგლაძის მეგობარია.

რამდენიმე კვირაში იქნება ევროპიდან და ამერიკიდან ექსპერტიზის პასუხი და როცა ამ პასუხებს გამოვაქვეყნებთ, საიდანაც გოგოჭურის ზურას მკვლელობაში მონაწილეობა ექსპერტიზითაც დადასტურდება, ვნახოთ მერე როგორ დააფარებენ ხელს პრეზიდენტის ფავორიტ მკვლელ გოგოჭურს.

რაც შეეხება სანდრო გოგბერაშვილს, ის ზურას არ მოუკლავს. რამდენჯერაც არ უნდა გამოიძიონ ეს საქმე, იმდენჯერ დადასტურდება ამ ამბავში ტარყაშვილის უდანაშაულობა.

ზურას, სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობაში ვერავინ დაადანაშაულებს. ვერც ძველი და ვერც ახალი პროკურატურა. თავიდანაც რომ დაიწყოს სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება, ზურას უდანაშაულობა ისევ დამტკიცდება.

ამაზე საერთოდ არაა საუბარი, რადგან საქმეში უტყუარი მტკიცებულებები დევს, რომელიც ზურა ტარყაშვილის უდანაშაულობას ცალსახად ამტკიცებს“, - აცხადებენ ტარყაშვილის ოჯახის წევრები.

წყარო: http://presa.ge/new/?m=politics&AID=24372

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100