სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ს.ს „ქართული ლუდის მოპანიამ“ 4 დევნილ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობით ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ კიდევ ოთხი დევნილი სტუდენტის სწავლას დააფინანსებს.


ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ გამოთქვა მზადყოფნა, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარებოდა დევნილ სტუდენტებს. აღნიშნულმა კომპანიამ ოთხი სტუდენტის სწავლის საფასური გასულ წელსაც დაფარა და დევნილი სტუდენტების საკეთილდღეოდ, ბიზნეს სექტორის ჩართულობის კუთხით, სამინისტროსთან სამომავლო თანმშრომლობის სურვილი გამოთქვა.

აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი თოდუა სამედიცინო უნივერსიტეტის ორდინატურის სტუდენტია, ირაკლი ლეჟავა კი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლოს სამაჩაბლოდან დევნილი თამარ ბერუაშვილი, ხოლო, ალბერტ ბუზალაძე ილიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტია.

სამედიცინი უნივერსიტეტის რეზიდენტის ირაკლი თოდუას განცხადებით, სწავლის საფასურის დაფარვა მისთვის და მისი ოჯახისათვის უდიდესი დახმარებაა.

„დევნილთა სამინისტროს კერძო კომპანიებთან შუამდგომლობით დაგვიფინანსდა სწავლის საფასური. მქონდა მცდელობა, რომ სხვადასხვა წყაროებიდან მომეპოვებინა დაფინანსება, მაგრამ უშედეგოდ. ჩემთვის ფინალური წელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარი შეფერხების გარეშე დავამთავრო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დევნილთა სამინისტროს“, - განაცხადა სტუდენტმა.

სტუდენტებს პირადად შეხვდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორი ვასილ სულხანიშვილი.

მინისტრის მოადგილის, მამუკა ცოტნიაშვილის განცხადებით, დევნილი სტუდენტების განათლება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს


„დევნილთა სამინისტრო არის შუამავალი კომპანიასა და სტუდენტებს შორის. სტუდენტებს ფინანსური პრობლემების გამო სწავლის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდათ. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიის ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ გამოიჩინა კეთილი ნება და 4 საუკეთესო დევნილი სტუდენტი დააფინანსა, აქედან 2 სამაჩაბლოდან, ხოლო 2 აფხაზეთიდანაა დევნილი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
„ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორის ვასილ სულხანიშვილის განცხადებით, კომპანიის თანამშრომლების 50% სწორედ იძულებით გადაადგილებული პირები არიან. „ჩვენ ვაფინანსებთ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს მომავალს წარმოადგენენ, რომლებმაც უნდა ისწავლონ და ქვეყანაში კვალიფიციური კადრებისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობის პრობლემა გადაჭრან. ამიტომაც კომპანია ცდილობს ხელი შეუწყოს მათ განათლებას“, - განაცხადა ვასილ სულხანიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100