სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის სწრაფი ფულადი გზავნილი „ელვა“ უკვე თურქეთში

საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, აცხადებს სწრაფი ფულადი გზავნილის „ელვა“ თურქეთში დანერგვის შესახებ. დღეიდან, „ელვას“ საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გააგზავნოს და მიიღოს თანხა, საქართველოსა და თურქეთში მარტივად და იაფად.

თურქეთიდან თანხის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელს დაჭირდება მხოლოდ გზავნილის კოდი, რომელსაც გამომგზავნი შეატყობინებს. კოდის მეშვეობით, მიმღებს თანხის განაღდება შეუძლია საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, ბანკომატში, ან სატელეფონო ცენტრის დახმარებით. მიმღები არ იხდის არანაირ საკომისიოს. თანხის გაგზავნის შემთხვევაში, მომხმარებელმა საქართველოში, უნდა მიაკითხოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს, ხოლო თურქეთში – „Aktif Bank”-ის ნებისმიერ ფილიალს ან ფოსტის რომელიმე ოფისს. სწრაფი ფულადი გზავნილით „ელვა“, მომხმარებელს შეუძლია გააგზავნოს და მიიღოს თანხა ლარის, აშშ დოლარის, ევროს ვალუტაში.

დამატებითი ინფორმაცია გზავნილით „ელვა“ სარგებლობის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ: www.elva.info

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100