სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წარმოიდგინეთ, ბანკი, ყოველ დილით 86,400 ლარს გირიცხავთ! ასეთი ბანკი არსებობს მას დრო ეწოდება

წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ბანკი, რომელიც ყოველ დილით თქვენს ანგარიშზე 86,400 ლარს რიცხავს. დღის დასასრულს ბანკს უკან მიაქვს ის თანხა, რაც ვერ გამოიყენეთ დღის განმავლობაში. რას გააკეთებდით?

ლოგიკურად,რომ ვიმსჯელოთ გამოიტანდით ყოველ თეთრს და თქვენს სასიკეთოდ მოიხმარდით.
ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს ასეთი ბანკი და მას დრო ეწოდება.

ყოველდღიურად ყოველ ჩვენთაგანს 86 400 წამი გვეძლევა. დღის დასასრულს კი ეს წამები ორ კატეგორიად იყოფა:

1.წამები, რომლებიც თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ.

2.წამები, რომლებიც დაკარგულია.

გამონაკლისი არ არსებობს. არც ოვერდრაფტის აღების შესაძლებლობაა და არც სესხის იმედი. ყოველდღიურად ახალი ანგარიში იხსნება თქვენთვის – იგივე ოდენობით. გამოუყენებელი დეპოზიტები იკარგება. არ არსებობს უკან დაბრუნების საშუალება, ნურც იმის იმედი გექნებათ, რომ მომავალი დღისგან ისესხებთ რამეს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი დრო მაინც დაკარგულია, თუ ხვალისგან ისესხებთ 30 000 წამს, თქვენს ხელში ხვალ მხოლოდ 56 400 წამი იქნება.

ერთადერთი გამოსავალი იმაში მდგომარეობს,რომ იცხოვროთ დღევანდელი დღით, დღევანდელი წამებით… ეცადოთ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ ეს დრო – იაზროვნოთ, იფიქროთ, იშრომოთ და გაიაზროთ, რომ თქვენი ასეთი ქმედება მომავალში გაკეთებული ინვესტიცია, რომელიც დაზოგავს თქვენს მომავალ დროს, მომავალ წამებს და მოგცემთ შესაძლებლობას, რომ უკეთ გამოიყენოთ ისინი…

(წყარო: პოეტ ნიკოლოზ ტოტოღაშვილის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100