სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ყველამ უნდა იცოდეს! რისი უფლება არ აქვს პატრულს თქვენთან ურთოერთობისას

გთავაზობთ ამონარიდს საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსიდან, რათა იცოდეთ რისი უფლება აქვთ და რისი არა სამართალდამცევბს თქვენთან ურთიერთობისას.

პოლიციელის საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ დანაშაულის პრევენციასა და გახსნას, არამედ საზოგადოებისთვის დახმარების აღმოჩენასაც, მათ შორის, არასამუშაო საათებშიც.

პოლიციელი საქმიანობის განხორციელებისას და საზოგადოების წევრებთან ურთიერთობისას ითვალისწინებს მათ განსხვავებულ ტრადიციებს, ადათებსა და ცხოვრების წესის თავისებურებებს.

პოლიციელი, მისი თანამდებობის ან წოდების მიუხედავად ვალდებულია, საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი. მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი, ზრდილობიანი და დამაჯერებელი ფორმით. პოლიციელმა უნდა მისცეს მოქალაქეს საშუალება გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. პოლიციელისგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი. ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, აუცილებელია ქცევის ეთიკური ნორმების დაცვა.

პოლიციელი უნდა იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისაგან და პროვოკაციის მიუხედავად შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება. ზემოთ აღნიშნული სტანდარტები პოლიციელმა უნდა დაიცვას მიუხედავად მისი ქცევის ადრესატის სოციალური მდგომარეობისა და ფიზიკური კონდიციისა (ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობა).

სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქესთან ურთიერთობის დროს პოლიციელს ეკრძალება: სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილურზე საუბარი, მანქანიდან საუბარი, მზის სათვალეების ტარება და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა.

პოლიციელის მიერ, ობიექტურ გარემოებათა გამო, მოქალაქისთვის ქმედითი დახმარების გაწევის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ უკანასკნელს უნდა განემარტოს პოლიციელის დაუხმარებლობის მიზეზი.

პოლიციელი, სხვა უნარებთან ერთად, უნდა ფლობდეს დარწმუნების, მოლაპარაკების, შუამავლობის უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია კრიტიკულ სიტუაციებში ძალის გამოყენების შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად.

პოლიციის კოდექსის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://police.ge/files/pdf/policiis%20kodeqsi/Georgian%20Police%20Code%20of%20Ethics%20Georgian%20final.pdf

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100