სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჭარბწონიანი თინეიჯერის გამო სკანდალში ფეისბუქიც გაეხვა

სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა დაბლოკა გვერდი სახელწოდებით 530 მსუქანი (530 Fatties).

აღნიშული გადაწყვეტილება საიტის ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც 18 წლის ჯესი ლინ ჰოველმა ამ გვერდზე საკუთარი ფოტო აღმოაჩინა და ცუკენბერგის თანამშრომლებს მიმართა.

„ეს რეალურად მტკივნეულია და შემაძრწუნებელი. ეს უნდა შეჩერდეს, რადგან ეს აბსურდული ქმედებაა. ეს უნდა შეჩერდეს, ეს უნდა შეჩერდეს“ - წერდა ჯესი ფეისბუქის ადმინისტრაციას.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჭარბწონიან თინეიჯერს გული ატკინეს ინსტაგრამზე, თუმცა იქ სიტუაცია განსხვავებული იყო. იხილეთ სტატია: http://droni.ge/?m=3&AID=17094

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100