სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ სტატუსის ავტორმა გუშინ ბავშვი გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა

ოთო გურგენაშვილი დღის გმირია. მან გუშინ ბავშვი გადაარჩინა თვითონ კი დაიღუპა.

წუხელ რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა, რომელსაც 21 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველთა თქმით, მან მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა სიკვდილს. შემთხვევის ადგილზე შეგროვილი ხალხი ერთხმად ამბობდა, რომ ახლაგაზრდა ოთო გურგენაშვილი მეგობარ გოგონასთან ერთად გზას კვეთდა და დაინახა, რომ ბავშვს მანქანა ეჯახებოდა. მან ბავშვს ხელი ჰკრა და ამ დროს სწრაფად მომავალი "მინივენი" მას დაეჯახა. გურგენიშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეგობარი გოგონა კი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, მსუბუქად დაშავდა.


სოციალურ ქსელში მან ბოლოს ასეთი სტატუსი დაწერა, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

„ბიჭებო (მამაკაცებო), უთხარით თქვენს გოგონებს (ქალებს), რომ ძალიან ლამაზები არიან. მხოლოდ სამი სიტყვაა სათქმელი და სამაგიეროდ მათი სახეების დანახვა უნდა გიღირდეთ ყველაფრად. იყავით უფრო მეტად ხალისიანები და ლაღები. გაილამაზეთ ცხოვრება და ყოველთვის და ყველგან გახსოვდეთ, რომ ბედნიერება ნამდვილად წვრილმანებშია“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100