სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ზუგდიდის სკანდალი" დასრულებულია- 22 წლის ყოფილი "კრუპიე" თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ზუგდიდის გამგებლის, ედიშერ თოლორიას მრჩეველი, 22 წლის ყოფილი კრუპიე თაკო ლაშხია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. უკვე ცნობილია მისი შემცვლელის ვინაობაც. ზუგდიდის გამგებლის მრჩევლად ამჯერად ანი ბერულავა დაინიშნა. ცვლილების შესახებ გამგეობაში ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის გამგებლის მრჩევლად 22 წლის ყოფილი კრუპიეს დანიშვნას დიდი სკანდალი მოჰყვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100