სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მწნილისა და მურაბის ფესტივალმა სტარტი ბახამაროში აიღო

მარნეულის სასურსათო ქარხნისმწნილისა და მურაბის ფესტივალმასტარტი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახამაროში აიღო. ფესტივალი დაემთხვა ტრადიციულ დოღს, რომელიც ყოველ წელს, ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება. ფესტივალში მონაწილეობა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ცხენოსნობის მოყვარულებმა, ბახმაროს სტუმრებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.

„მწნილისა და მურაბის ფესტივალის“ ფარგლებში მოეწყო მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც ღონისძიების სტუმრებს მარნეულის სასურსათო ქარხნის უგემრიელესი, ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება მიეცათ. ფესტივალზე მარნეულის სასურსათო ქარხნისა და „მარნეული აგროს“ პროდუქცია სპეციალურ ფასად გაიყიდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულმა ანსამბლმა „მოძახილმა“. ბავშვებს განსაკუთრებული სიხარული, ტკბილეულთან ერთად, საყვარელი ზღაპრის გმირებმა, ოჩოფეხებიანმა ანიმატორებმა და ილუზიონისტმა მიანიჭეს.

ბახმაროში დაწყებული ფესტივალი საქართველოს სხავადსხვა რეგიონს მოივლის. ღონისძიებები აგვისტოს ბოლოს დაიწყება. ჩვენი შემდეგი გააჩერება ბათუმია. საფესტივალო ღონიძიებების ჩატარება ასევე დაგეგმილია: ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, მარნეულსა და თელავში. ფესტივალი შემოდგომის განმავლობაში გაგრძელდება და დასრულდება დედაქალაქში, თბილისობის დღესასწაულზე,“ - განაცხადა მარნეულის სასურსათო ქარხანის დირექტორმა ირინა გაფრინდაშვილმა.

„ბახმაროში დოღზე დასასწრებად და ჩვენებურების საგულშემატკივროდ ჩამოვედი. ნადვილად არ ველოდი აქ თუ ასეთი ღონისძიებები და მხიარულება დამხვდებოდა. ყველაფერი მომწონს. დავაგემოვნე „მარნეულის ქარხნის პროდუქტი“. იმედია, ეს ფესტივალი ერთჯერადი არ იქნება და მომავალ წელსაც ჩაატარებენ,“ - აღნიშნვდნენ ფესტივალის ტუმრები.

მარნეულის ქარხნის პროდუქტი დააგემოვნეს უცხოელმა ტურისტებმა, რომლებიც ბახმაროს სილამაზით მგვრილ აღტაცებასთან ერთად, ფესტივალზე მოხვედრის სიხარულსაც ვერ მალავდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100