სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საკვები პროდუქტის ფასმა მოიმატა - რომელი პროდუქტებია გაძვირებული?

საკვები პროდუქტის ფასმა მოიმატა. ფასი თითქმის ყველა სახის პროდუქტზე გაიზარდა.
ზეთზე ფასმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ 50 თეთრით მოიმატა. 25 თეთრზე მეტით არის გაძვირებული შაქარი და წიწიბურა. ასევე გაზრდილია ტკბილეულის, ყავის, მარილის, ჰიგიენური და სარეცხი საშუალებების ფასი.
გარდა ამისა, 1 მარტიდან გაძვირდა ალკოჰოლური სასმელებიც, რასაც აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირებენ. სულ მცირე 20 %-ით არის გაზრდილი არყისა და ლუდის ფასი, გარდა "ნატახტარისა". 10-დან 25 თეთრამდეა გაძვირებული "კოკა-კოლას" ყველა სახის პროდუქცია. მაგალითად, 0.5 ლიტრიანი "კოკა-კოლა", "ფანტა" და "სპრაიტი" მარკეტებში, 1.10 ლარის ნაცვლად, ბოლო სამი დღეა, 1.20 ლარად იყიდება.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ფასების ზრდა ძირითადად მას შემდეგ დაიწყო, რაც ლარმა გაუფასურება დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100